მოლდოვის დელეგაცია პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვია
პოლიტიკა - 13:48, 04 Dec, 2015     442
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკისა და N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულებები მოლდოვის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ დაათვალიერა.

დელეგაციის წევრები N16 დაწესებულების სპეციალური დანიშნულების რაზმის ბაზას, დაწესებულების საცხოვრებელ კორპუსს, სასადილოს, სპორტული დარბაზს და დაწესებულებაში მოქმედი ეკლესიას ეწვივნენ. მათი განცხადებით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება N16 დაწესებულების ხანგრძლივი პაემნების ოთახებმა და N5 დაწესებულებაში დედათა და ბავშვა განყოფილებამ მოახდინა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მოლდოვის რესპუბლიკის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

„პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ამჟამად ხორციელდება მოლდოვის მთავრობა გადაიღებს და საკუთარ ქვეყანაში განახორციელებს. დელეგაციის წევრები განსაკუთრებით N5 ქალთა დაწესებულებით, იქ არსებული ინფრასტრუქტურით, დედათა და ბავშვთა განყოფილებით, ასევე, გრძელვადიანი პაემნის სისტემით მოიხიბლნენ. სტუმრები საკუთარ ქვეყანაში ბევრი ახალი იდეით და გეგმით ბრუნდებიან“, - განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა.

როგორც მოლდოვის იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მოლდოვაში პენიტენციური სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია. შესაბამისად, ქართველი კოლეგებთან კონსულტაცია მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„N16-ე დაწესებულებაში იმდენად კარგი პირობებია, რომ შენობაში ყოფნის დროს თავს ნამდვილად არ გრძნობ ციხეში. ასევე, მოვინახულეთ ქალთა დაწესებულებაც. დედათა და ბავშთა განყოფილება უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, იქ ნამდვილად იგრძნობა ოჯახური გარემო. იმედი მაქვს, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენთვის მნიშნველოვანია. გვინდა ის გამოცდილება, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გააჩნია, ჩვენც დაგვახმარონ“, - განაცხადა ედუარდ სერბენკომ.

მოლდოვის დელეგაციის წარმომადგენლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასწავლო ცენტრსაც ეწვივნენ, რომელსაც მალე აკადემიის სტატუსი მიენიჭება. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო. მათი განცხადებით, საქართველოდან ძალიან ბევრი სიახლის და იდეის წაღებაა შესაძლებელი. სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ავთანდილ მიქანაძემ სტუმრებისთვის პრეზენტაცია გამართა და ცენტრში დანერგილი სასწავლო პროგრამები გააცნო. ედუარდ სერბენკოს განცხადებით, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებისთვის სასწავლო ცენტრში საუკეთესო პირობებია შექმნილი. სტუმრებმა მოლდოვაში ქართული სასწავლო ცენტრის ანალოგის შექმნის სურვილი გამოთქვეს.

მოლდოვის დელეგაცია საქართველოს 2 დეკემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინსიტრის კახა კახიშვილის პირადი მოწვევით ესტუმრა. ვიზიტი 5 დეკემბერს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42