საკრებულოს ოპოზიცია ბაღების ჯგუფებში ბავშვთა გადაჭარბებულ რაოდენობას აპროტესტებს. ენმ-ს განცხადებით, ზოგიერთ ჯგუფში 50-60 ბავშვიამ რაც ნორმალურ სააღმზრდელო პროცესის წარმართვას შეუძლებელს ხდის:
„საბავშვო ბაღის ჯგუფებში გადატვირთული რაოდენობა, 50-60 ბავშვია ერთ ჯგუფში, რაც ნორმალურ სააღმზრდელო პროცესის წარმართვას შეუძლებელს ხდის,“ - განცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ.
თორდინავას თქმით პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდისთვის 2016 წელს 3 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯგუფებში ბავშვების გადაჭარბებული რაოდენობის პრობლემას აღიარებს, პრობლემას გამომწევევ მიზეზად კი წლების განმავლობაში 50-მდე ბაღის გაუქმებას ასახელებს. თორდინავას განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს და გამოსწორება ეტაპობრივად მოხდება.
"80-მდე ახალი ჯგუფი დაემატა მოქმედ საბავშვო ბაღებში. გარდა ამისა გარემონტდა რამდენიმე დახურული ბაღიც. მიმდინარეობს ახალი ბაღების მშენებლობაც. მომდევნმო წელს დაგეგმილია 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა "- განცხადა თორდინავამ.
მასალის გამოყენების პირობები






