ენმ-ს სტატისტიკა მთავრობის ნათესავებისა და "ოცნების" აქტივისტების ხარჯზე გაზრდილ ბიუროკრატიაზე
პოლიტიკა - 12:38, 04 Dec, 2015     1030
"ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2012 წელთან შედარებით გაზრდილ ხელფასებზე ისაუბრა.

რატიანმა ჟურნალისტებთან საქართველოს 10 რაიონის მიხედვით ჩატარებული კვლევის მონაცემებიც წარმოადგინა, თუ როგორაა გაზრდილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჩინოვნიკთა რაოდენობა მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე.

„ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკოონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო. მიზეზი ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანთა სიხარბეა.

სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე უზომოდ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით, 456 მლნ ლარით მეტი გვიჯდება. [თუ 2012 წელს ბიუროკრატიამ 1,202 მლრდ ლარი აიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 1,658 მლრდ ლარი იქნება.] როგორც ვხედავთ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. “გაზრდილი ბიუროკრატიის შემცირება, პრემიებისა და დანამატების პრაქტიკის მოსპობა, ქამრების რეალური შემოჭერა,” - ესაა ჩვენი პასუხი “ქართული ოცნების” კითხვაზე, როგორ გავზარდოთ პენსია 50 ლარით.

დღეს წარმოგიდგენთ საქართველოს 10 რაიონის მონაცემებს, თუ როგორაა გაზრდილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჩინოვნიკთა რაოდენობა მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე. ეს რაიონებია:

გურჯაანი, ლაგოდეხი, დმანისი, ქარელი, ახალქალაქი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, მარტვილი, მესტია, ონი, აგრეთვე, თიღვის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თითოეულ ამ რაიონში შეადარა მუნიციპალური საწარმოებისა და აიპ-ების შტატიანი და უშტატო თანამშრომლების რაოდენობა და მათ ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა 2012 წლისა და დღევანდელი მონაცემებით. სურათი კატასტროფულია:

შესწავლილ 11 რაიონში ჩინოვნიკთა (აიპების თანამშრომლები) რაოდენობა 2,832-დან 3,858-მდე გაიზარდა, ხოლო შრომის ანაზღაურება გაორმაგდა: 7 მლნ-დან 14 მლნ ლარამდე. თავად აიპების რაოდენობამ 95 დან 118-მდე მოიმატა. დღეს წარმოდგენილი რაიონები მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 15%-ია და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე ჩინოვნიკთა ზრდის მასშტაბი მთელს ქვეყანაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბიუროკრატიისა ზრდისა და მისი პრემიებითა და დანამატებით გამოკვების მავნე პრაქტიკა და თანხა 2016 წლის 1 იანვრიდან პენსიების 50-ლარიან ზრდაზე მიმართოს.“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42