უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის თქმით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ამის მიუხედავად ივანიშვილი საარჩევნოდ მხარს კოალიციას დაუჭერს.
„ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა არ არსებობს. მე ასე ვიცი. მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ისეთი, როგორც მან თავად განაცხადა. ივანიშვილი საარჩევნოდ კოალიციას მხარს კიდევ უფრო მეტად დაუჭერს. ეს არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ამბიციას", - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატ ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, ივანიშვილი პარტიაში კვლავ ლიდერის ადგილს დაიკავებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი თამაზ მეჭიაური ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას მიესალმება.
მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებზე "ივანიშვილის ჩართულობა საჭირო იქნება".
მასალის გამოყენების პირობები






