თავდაცვის სექტორში ანტიკორუფციული ინდექსის მაჩვენებელი გაუმჯობესდა - ბესიკ ლოლაძე
პოლიტიკა - 11:52, 04 Dec, 2015     513

თავდაცვის სფეროში კორუფციული გარემოს გაუმჯობესების კუთხით საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა და მაღალი დონის კორუფციული რისკის ჯგუფიდან (D-) საშუალო რისკის (C) ჯგუფში გადაინაცვლა.

სიახლე მედიის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააცნო. მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს კორუფციის რისკების შემცირების და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

2015 წლის მთავრობის ანტიკორუფციული ინდექსი თავდაცვის სფეროში „საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთის“ მიერ გამოქვეყნდა. C ჯგუფში საქართველოსთან ერთად ისეთი ქვეყნები არიან როგორიცაა: საფრანგეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, პოლონეთი და სხვა. ქვეყნების რანჟირება 5 ძირითადი მიმართულებით ხორციელდება - პოლიტიკური, ფინანსური, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული, ოპერაციებთან დაკავშირებული და შესყიდვების სფეროში არსებული რისკები. ადამიანურ რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით საქართველოს ლიდერის პოზიცია უკავია.

თავდაცვის ინდექსი პირველად 2013 წელს გამოქვეყნდა და 82 ქვეყანა 2011-2012 წლების მდგომარეობის მიხედვით შეფასდა. საქართველო მაღალი კორუფციული რისკების ჯგუფის ქვედა ნაწილში მოხვდა (D-) ისეთი ქვეყნების გვერდით როგორიცაა: ბანგლადეში, ბელარუსი, რუსეთი, განა, რუანდა, ჩინეთი და ა.შ.
ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლა თავდაცვის სფეროში მიმდინარე წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული. 2013 წელს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქტიურად დაიწყო მუშაობა. ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთის“ ექსპერტებთან კონსულტაციებით განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც დაუყოვნებლივ გაუმჯობესებას საჭიროებდნენ. განხორციელდა წარმატებული ცვლილებები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, პარლამენტთან, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის, პერსონალის მართვის, შესყიდვების, ბიუჯეტისა და სხვა სფეროებში.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს 2015 წლის ანგარიშში ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს და გააგრძელებს რეფორმების კურსს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42