„ქარტია, რომელიც 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს ხელს უწყობს სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სრულყოფას და თავის საქმიანობით მინიმუმამდე ამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, დღითიდღე იზრდება ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა და ამ ვითარებაში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა სწორედ ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძებნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებაზეც გაამახვილა.
,,ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისთვის, რაც გულისხმობს, რომ სტაბილური, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნა არის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






