როგორც ღარიბაშვილმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობა გარემოს გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს.
პრემიერმა განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"ქვეყნის სუფთა ენერგიის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა მდიდარია. მინდა გამოვყო ჰიდრორესურსები. ჩვენ ასევე გვაქვს ქარის, მზის, ბიომასის და გეოთერმული ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, რომ დამატებითი სიმძლავრეები შეიქმნას ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების საშუალებით. მინდა ავღნიშნო, რომ ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისთვის, რაც ნიშნავს, რომ სტაბილური გამჭირვალე და არა დისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნა არის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






