რუსული წნეხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კვირიკაშვილის მოხსენება ეუთოს მინისტერიალზე
პოლიტიკა - 10:06, 04 Dec, 2015     2236
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 3-4 დეკემბერს ბელგრადში, ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

პლენარულ სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა ეუთო-ს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არსებობა. ამასთანავე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულველყოფაზე.

"კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს საშუალება განახორციელოს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ისინი მოკლებული არიან თავისუფლად გადაადგილების, კერძო საკუთრებისა და რაც მთავარია მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას. გალის რაიონის 11 დაწყებით სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია და ჩანაცვლებულია რუსული ენით. შეფასებები განსაკუთრებით საგანგაშოა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობით. ეს გვაიძულებს სასწრაფოდ ვეძიოთ გზები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისარის „საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების შესახებ“ ანგარიშის შესასრულებლად. გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ საქართველოში კრიზისი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით. საქართველო ერთგული რჩება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზების. განვაგრძობთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობას,"-განაცხადა მინისტრმა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია სტრატეგია, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის, ასევე აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42