,,უკონტაქტო პატრულირებას GPS რეგისტრატორები მოახდენენ“ -არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 20:44, 03 Dec, 2015     3046
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ დღეს ,,კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ სხვადასხვა დაჯარიმებისთვის არ იქნება საჭირო პატრულის უშუალოდ მისვლა მძღოლთან, ამას უკონტატქტო პატრულირება მოახდენს.

,,ჩვენ ვიწყებთ უკონტაქტო პატრულირების კომპონენტსაც, რომლის ფარგკებშიც ჩვეულებრივი ავტომობილები, მოქალაქეები და მოხალისეები. GPS რეგისტრატორებით და სიჩქარის დეტექტორებით მოახდენენ ჩვეულებრივად დარღვევების დაფიქსირებას, მაგრამ მათ კონტაქტი არ ექნებათ მოქალაქეებთან“ - განაცხადა თალაკვაძემ და ამის მაგალითად ევროპის წამყვანი სახელმწიფოები მოიყვანა.

თალაკვაძე კორუფიის რისკებს გამორიცხავს და ამბობს, რომ კორუფციის რისკები ვერ გაიზრდება რადგან ეს არის პროგრამულად რეგულირებული, ,,საპატრულო ეკიპაჟებს აქვთ კანონიერი დავალება რომ აღმოფხვრან ინციდენტები და რეაგირება მოახდინონ. ქულათა გამოკლება მოხდება პროგრამულად, ავტომატურად“ - აღნიშნა თაკავაძემ.

როგორ უნდა გაიგონ მძღოლებმა, რომ მას უთვლთვალებენ, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამის შესახებ მძღოლები უკვე დღეიდან არიან ინფორმირებული. თალაკვაძის თქმით, დარღვევის შესახებ მძღოლს შეტყობინება მიუვა.

,,თუ თქვენ ზებრას ან ღერძულა ხაზსს გადაკვეთთ და მოწინააღმდეგე მხარეს დაიწყებთ მოძრაობას, ეს შეიძლება გადაიღონ უკონტაქტო პატრულირების ფარგლებში და მოხდეს დაჯარიმება. მძღოლს მიუვა შეტყობინება იმ ფორმით, როგორც ეს დღემდე ხდებოდა. ანალოგიური იქნება უკონტაქტო პატრულირების დროსაც. ასევე მოხდება დეტექტორების გადაადგილება, თუ მძღოლებმა იცოდნენ რომ გარკვეულ ბოძებზე იყო დეტექტორები მოხდება დღეს მისი გადაადგილება და სხვადასხვა პერიოდში იქნება მოთავსებული სხვადასხვა ადგილას, იქნება ეს ავტობანებზე თუ ქალაქში.

თქვენ შეიძლება დაგაჯარიმოთ პოლიციელმა, რომელიც გადაადგილდება ქალაქში, რომელიც გადადგილდება ავტომბილით, ან შეიძლება დაგაჯარიმოთ მოხალისემ, რომელიც ამ პროგრამაშია რეგისტრირებული და ატვირთავს შესაბამის ვებგვერდზე თქვენს დარღვევას. ეს მოხდება პერსონალურუი მონაცემებით, სამართიანობის პრინციპის დაცვით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ გაასაჩივროთ და გექნებათ ინფორმაცია, როდის დაჯარიმდით და რა შემთხვევასთან დაკავშირებით“ - განმარტა თაკავაძემ.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებით, 2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის. როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამინისტროში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ,,რამდენჯერაც მოქალაქე მოძრაობის წესს დარღვევს, პატრული გააჩერებს და დააჯარიმებს, მაგალითად ტელეფონზე საუბრისთვის, ეს შესაბამისი ქულის გამოკლებას ნიშნავს. დაჯარიმებისას კომპიუტერული პროგრამა ავტომატურად აკლებს ქულებს ამ 100 ქულიდან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42