საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხობს
პოლიტიკა - 20:28, 03 Dec, 2015     1831
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს და იუსტიციის მინისტრისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერისა და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, სამწუხაროდ, შეიცავს ფაქტობრივად მცდარ ინფორმაციას და პოლიტიკურად მოტივირებულ კრიტიკას.

პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს, აქვთ უფლება, გამოთქვან კრიტიკული მოსაზრებები სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, მათ აქვთ ვალდებულება, გაეცნონ და სათანადოდ შეისწავლონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობის შეფასების ერთადერთ და საუკეთესო კრიტერიუმს წარმოადგენს მისი გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკას როგორც 2012 წლამდე, ასევე ბოლო 3 წლის განმავლობაში. ასევე, შევახსენებთ მათ, რომ 2012 წლამდე არსებითად განხილული კონსტიტუციური სარჩელებიდან, დაახლოებით 60%-მდე შემთხვევაში საქმე მოსარჩელის სასარგებლოდ და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თუ სხვა სახელისუფლებო ორგანოს საწინააღმდეგოდ დასრულდა.

საკუთარ განცხადებებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა მიუთითეს, რომ ნაციონალური მოძრაობის და სამაუწყებლი კომპანია რუსთავი 2-ის ყველა კონსტიტუციური სარჩელი ეწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, რომლის გადაწყვეტილებებიც არის მიკერძოებული.

ბოლო პერიოდში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ოთხი კონსტიტუციური სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. ოთხივე შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. აქედან ერთი კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. აღნიშნული ცხადად აჩვენებს, რომ განცხადება, თითქოს პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონსტიტუციური სარჩელები განსახილველად ეწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დისკრედიტაციას.

რაც შეეხება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კონსტიტუციური სარჩელების განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიისთვის გადაცემას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებში შინაარსობრივად მსგავსი სამართლებრივი პრობლემებია დაყენებული და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში მათი გადაწყვეტა ხდება ერთი კოლეგიის მიერ. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის არც ერთ კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და განცხადება, რომ მათი გადაწყვეტის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულია, შეიძლება აღქმული იქნეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანისაკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42