,,უკვე ბევრჯერ მითქვამს სხვადასხვა ინტერვიუში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ:
მაპის მისაღებად ბრიუსელში ჩვენი მინისტრების ჩასვლა და ნატოს გენერალური მდივნისათვის ტვინის ბურღვა საკმარისი არ არის. საკმარისი კი არა, საჭიროც კი არ არის - ნატოში ჩვენს მისიას ძალიან კარგი პროფესიონალები წარმოადგენენ და იქ ყველაფერი რიგზეა.
მაპისათვის საჭიროა გერმანიასთან მუშაობა. ნატოს გენერალური მდივანი წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ ნებას გამოხატავს, გერმანიის პოლიტიკური ნება კი ბერლინში ყალიბდება და არა ბრიუსელში.
ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს ლიდერებს უფრო ხშირად იარონ ბერლინში, იქ ელჩად დანიშნონ გამოცდილი და სერიოზული დიპლომატი (ხაზს ვუსვამ - დიპლომატი. ახლანდელ ელჩს პატივს ვცემ როგორც იურისტს, მაგრამ ის დიპლომატი არაა), გაიგონ რა ხდება გერმანის პოლიტიკაში და რატომაა გერმანია ასეთი წინააღმდეგი მაპის მონიჭების (ოდესღაც დადიოდა ლეგენდა რომ მერკელი "კაგებეს აგენტი იყო," დადიოდა ლეგენდა რომ გერმანიას "გაზპრომის ეშინია" და ამიტომ არ გვაძლევს მაპს). როცა მიზეზს კარგად დაადგენენ მერე იქნებ იმასაც მიხვდნენ რა უნდა გააკეთონ რომ გერმანიას პოზიცია შეაცვლევინონ.
კი, ამას დრო და ძალისხმევა უნდა, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს.
თუ არა და იარეთ ისევ ბრიუსელში და უბურღეთ ტვინი გენერალურ მდივნებს, ულტიმატუმებიც წაუყენეთ შიგადაშიდ - მაპს თუ არ მოგვცემთ პრორუსული ძალები გაიმარჯვებენ საქართველოშიო...“ - წერს თორნიკე შარაშენიძე.
მასალის გამოყენების პირობები






