2016 წლიდან საჯარო რეესტრიდან დოკუმენტაცია ბრაილის შრიფტითაც გაიცემა
პოლიტიკა - 14:46, 03 Dec, 2015     685
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს იწყებს. პროექტი „თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის“ სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

პროექტის განხორციელების შედეგად უსინათლო და მცირემხედველობის მქონე პირებისთვის საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული ყველა სახის წერილობითი დოკუმენტი, მოთხოვნის შემთხვევაში ბრაილის შრიფტით გაიცემა. ამას გარდა გათვალისწინებულია საჯარო რეესტრის ვებგვერდის ხელმისაწვდომობა შესაბამისი ხმოვანი პროგრამის გამოყენებით, რითაც მხედველობის პრობლემის მქონე პირები ელექტრონული სერვისების მიღებას და ინფორმაციის გაცნობას მარტივად შეძლებენ.

იხილეთ ვიდეორგოლი:

https://www.youtube.com/watch?v=Sq8SBJtqXzQ&feature=youtu.be

„უკვე წლებია სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა დასაქმებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით აქტიურად მუშაობს. ჩვენთვის ეს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად გადავწყვიტეთ ყურადღება საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე გაგვეკეთებინა. პროექტის განხორციელებით ჩვენ შევასრულებთ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით დაცულ პრინციპს „გონივრულ მისადაგებაზე“, რაც გულისხმობს მოთხოვნას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლის მიხედვით სახელმწიფოებმა დაყოვნებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე უნდა უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის შშმპ-ისთვის მიწოდება მათთვის გასაგები ფორმით და სხვადასხვა სახის შესაძლებლობის შეზღუდვაზე მორგებული ტექნოლოგიების გამოყენებით“ - აღნიშნავს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იქნება პირველი ადმინისტრაციული ორგანო არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელიც ამ მიმართულეთ იმუშავებს.

ბრაილის შრიფტით დოკუმენტების გაცემა 2016 წლის მარტიდან თბილისის იუსტიციის სახლში დაიწყება, წლის ბოლომდე კი ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში იქნება შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42