საარჩევნო სისტემის ცვლილება - ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აშშ-ის ელჩს ხვდებიან
პოლიტიკა - 12:40, 03 Dec, 2015     1037
საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩს საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ პრეტენზიებს გააცნობენ.

„ახალ ელჩთან ამ შემადგენლობით შეხვედრა პირველად ტარდება. შეხვედრის ძირითადი თემა არის საარჩევნო სისტემა, ის რეფორმები, რომლის განხორციელებას ხელისუფლება ჯიუტად არ აპირებს. საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არსებობს ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ მოახდინოს მანიპულირება და შეინარჩუნოს ხელისუფლება არა საზოგადოების განწყობის მიუხედავად“, - განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო სისტემის ცვლილება ჰაერივით სჭირდება და რეფორმის განხორციელებაში აშშ-ის დახმარება მნიშვნელოვანი იქნება.

„როდესაც შეერთებულ შტატებს აქვთ სურვილი განახორციელონ გარკვეული ცვლილება საქართველოში, ისინი ძალიან ოპერატიულად და ეფექტურად აკეთებენ ამას საელჩოს მეშვეობით. ჩვენ უნდა ვთხოვოთ ელჩს, რომ ასევე ოპერატიულად იმოქმედონ და ჩაერიონ იმ საქმეში, რომელის საქართველოს ჰაერივით სჭირდება“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ცვლილების განხორციელების პროცესში აშშ-ის ელჩის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძეც.

„გვინდა ვთხოვოთ აშშ-ის ელჩს, რომ ის გაყინული პროცესი, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებობს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, იქნებ დაიძრას, რათა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ დაემუქროს დელეგიტიმაციის პრობლემა და არ ესკალირდეს პოლიტიკური პროცესები“, - განაცხადა კაციტაძემ.

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ცვლილება 2020 წლიდან ამოქმედდება, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეფორმის განხორციელება 2016 წლისთვისაც შესაძლებელია. რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით 240 ათასი ხელმოწერა შეიტანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42