”წინგადადგმული ნაბიჯი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”- საგარეო უწყება NATO-ს გადაწყვეტილებაზე
პოლიტიკა - 22:21, 02 Dec, 2015     1095
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ა.წ. 1–2 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებებს „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს:
”ქართული მხარე ულოცავს მონტენეგროს ალიანსში მიწვევის მიღებას. ამ გადაწყვეტილებით მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება „ღია კარის“ პოლიტიკის მიმართ, რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.
ქართული მხარე მიესალმება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და აფასებს მათ, როგორც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში ალიანსის წევრებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო–ს წევრი ქვეყანა.
ნიშანდობლივია, რომ მოკავშირეების მიერ პირველად მოხდა საჯაროდ იმის დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო–ს წევრობისთვის მოსამზადებლად. რაც შეეხება „წევრობის სამოქმედო გეგმას“ (MAP), იგი ფაქტიურად ხდება საქართველოს ნატო–ში გასაწევრიანებლად მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.
ნატო–ს წევრებმა დადებითად შეაფასეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და, საბოლოო ჯამში, ეხმარება ნატო–ს წევრობისთვის მომზადებაში. ამავე დროს, მისასალმებელია, რომ ვარშავის სამიტისთვის, ნატო–ს მიერ განხილული იქნება ახალი პრაქტიკული საშუალებები პაკეტის იმპლემენტაციისკენ მიმართული ძალისხმევის გასამყარებლად, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და, ასევე, თავდაცვის და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროებში გაზრდილი თანამშრომლობის მეშვეობით.
ალიანსის წევრებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ ნატო–ს ოპერაციებსა და ნატო–ს სწრაფი რეაგირების ძალებში შეტანილი წვლილისთვის და ხაზგასმით აღნიშნეს საერთო უსაფრთხოების გასამყარებლად ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი და ძალისხმევა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესს და აღნიშნა ქვეყნის ძალისხმევა მიმართული დემოკრატიის გაძლიერებისკენ, სასამართლოს და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირებისკენ, ისევე როგორც შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებისკენ.
გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ნატო–მ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთს აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან. ამას გარდა, ალიანსმა დაადასტურა, რომ იგი არ აღიარებს რუსეთსა და საქართველოს რეგიონებს შორის დადებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“ და განიხილავს მათ, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ეუთო–ს პრინციპებისა და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას გააგრძელოს ქვეყნის რეფორმირებისა და მოდერნიზაციის პროცესი, რათა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ურყევი არჩევანის - ნატო-ში გაწევრიანების - განხორცილება.”- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42