NATO-ს გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯია, საქართველო განაგრძობს ძალისხმევას NATO-ს წევრობისთვის- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 21:25, 02 Dec, 2015     1389

საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროელ კოლეგას ფილიპ ვუჟანოვიჩს მონტენეგროს NATO-ში გაწევრებისათვის მიწვევას ულოცავს:

„თქვენო აღმატებულებავ,

ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ თქვენ, მონტენეგროს ხელისუფლებასა და ხალხს, ეს ისტორიული გადაწყვეტილება - NATO-ს 29-ე წევრად გაწევრებისათვის ალიანსის მიწვევა.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამ წლების მანძილზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მონტენეგრომ ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.

გაწეული რთული სამუშაოსა და ძლიერი ძალისხმევის აღიარება ჭეშმარიტი წარმატება და გამარჯვებაა.

დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს გაფართოება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ალიანსს, ასევე წაახალისებს თქვენი ხალხის კეთილდღეობასა და სახელმწიფოებრიობას.

პატივცემულო პრეზიდენტო, მსურს აღვნიშნო, რომ თქვენი ქვეყნისათვის დღეს მიღებული მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება შთამაგონებელი საქართველოსა და სხვა ასპირანტი სახელმწიფოებისათვის.

საქართველო განაგრძობს ძალისხმევას გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა. მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით წვლილს შევიტანთ ჩვენი საერთო, ევროატლანტიკური თანამეგობრობის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში.

ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მჯერა, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში მომავალ წელს, გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და პარტნიორობას.

მოუთმენლად ველი, რომ გიმასპინძლოთ საქართველოში.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი მონტენეგროელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42