მმართველ გუნდში თვლიან, რომ ოცნების ხელისუფლებამ NATO-სთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
"პირდაპირ წერია კომუნიკეში, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. პროცესი ამ გაწევრიანების
გულისხმობს სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამ კომუნიკეში აღნიშნულია პროგრესი
ნატოსთან დაახლოების გზაზე. საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მე პრობლემას ვერ ვხედავ,"- განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა.
თამარ კორძაია კომუნიკეში არსებულ ჩანაწერს გამოეხმაურა რომელიც მედიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ მდგომარეობას ეხება.
დეპუტატს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მედიასაშუალებებს აქვთ საშუალება გამოხატონ კრიტიკული აზრი.
"საქართველოში სერიოზული რყევები იყო სწორედ რუსთავი2-თან დაკავშირებით, თუმცა მიმდინარე მოვლენები ადასტურებს რომ რუსთავი2-ის გამოხატვის თავისუფლება
შეზღუდული არ არის. სასამარლოები კი დავას იხილავენ პროცესუალური ნორმების დაცვით. საქართველო სათანადოდ პასუხობს იმ სტანდარტს რასაც ჰქვია გამოხატვის თავისუფლება
ქვეყანაში. ის რომ ქვეყანაში შესაძლოა დავები არსებობდეს ეს ყველა დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია," - აცხადებს თამარ კორძაია.
მასალის გამოყენების პირობები






