ხელისუფლება არათანმიმდევრული და არაკოორდინირებულია - ოპოზიცია კომუნიკეში ჩაწერილ შენიშვნებზე
პოლიტიკა - 17:33, 02 Dec, 2015     1417
ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მიერ მიღებულ კომუნიკეს, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ.

ოპოზიცია ყურადღებას კომუნიკეში არსებულ ჩანაწერზე ამახვილებს, რომელიც მედიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ მდგომარეობას ეხება.

"სამწუხაროდ გაჩნდა ჩანაწერი კომუნიკეში სადაც ნატო მიუთითებს იმ ვითარებაზე რაც ქვეყანაში არის კერძოდ მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. ეს საკითხები კომუნიკეში ნახსენებია როგორც პრობლემური საკითხი, რომელსაც ყურადღების გამახვილება და ძალისხმევა ჭირდება. ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ ნატოში. მიუხედავად იმისა, რას აკეთებს საქართვეოს მთავრობა ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ მათ, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ნატოში,"- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ნატოში ინტეგრაციის გზაზე მთავრობის ჩავარდნაზე საუბრობენ თავისუფალი დემოკრატებიც.

როგორც მაია ფანჯიკიძემ "ნიუპოსტს" უთხრა, "NATO - ში მედიისა და სასამრთლოების თავისუფლებაზე ისევ მიგვითითებენ".

"ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ნატპოს კარზე კაკუნი და არასდროს არავინ არ უნდა თქვას მსგავსი ფრაზა, რაც გააჟღერა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომა თქვა, რომ „დადგება დრო როცა საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად იქნება“, ჩვენ ყიველდღიურად უნდა გავაკეთოთ განცხადებები, ყველა ტრიბუნიდან რომ ნატო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტია"- აღნიშნა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.

არაკოორდინირებული და არათანმიმდევრული უწოდეს ხელისუფლებას ახალ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩში".

"მთავარი პრობლემა რაც ჩანს არის ის, რომ დღევანელი ხელისუფლება არათანმიმდევრულია და არაკოორდინირებულობაა. ხედავს ყველა რომ საქართველოში არის პრობლემები. მაგალითად რუსთავი2-ის თემა მოსამართლე ურთმელიძის საკითხი. ჯამში ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს,"- განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42