"პრაქტიკულ დონეზე საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზადაა, შემდეგი ნაბიჯი რეფორმების გაგრძელება და დასრულებაა"
პოლიტიკა - 17:36, 02 Dec, 2015     1619
ნატოს მინისტერიალის მიერ მიღებულ კომუნიკეს სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა. აპატურაის შეფასებით კომუნიკეში ნათლად არის აღნიშნული, რომ პრაქტიკულ დონეზე საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზადაა. აპატურაის თქმით შემდეგი ეტაპი არის პაკეტის ინპლიმენტაცია, რეფორმების გაგრძელება და დასრულება, რასაც შემდგომში MAP-ის ეტაპი მოჰყვება.

„ეს კომუნიკე სიცხადეს მატებს რამდენიმე საკითხს, კერძოდ უფრო გასაგები ხდება, რომ როდესაც საუბარია პრაქტიკურ დონეზე NATO-ს წევრობისთვის მომზადებაზე, თქვენ გაქვთ ყველაფერი. ამას ვამბობთ ყოველთვის და ვიყენებთ ამ ინსტრუმენტებს. ეს კიდევ უფრო მკაფიოა ამ კომუნიკეში ამიტომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ასევე საუბარია ახალ პრაქტიკულ დახმარებაზე, რათა გავაძლიეროთ არსებული პაკეტი, არა ის, რომ მარტო შევასრულოთ, არამედ დავამატოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. ძლიერი და უფრო ძლიერი პაკეტი ნიშნავს საქართველოს უფრო მეტად მომზადებას NATO -სთვის, ეს არის ორი პოზიტიური მომენტი. შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის - ეს არის შემდეგი ნაბიჯი NATO -სთვის: ეს არის პაკეტის ინპლიმენტაცია, რეფორმების გაგრძელება და დასრულება. ამის შემდეგ რაღაც ეტაპზე ჩვენ უნდა გადავკვეთოთ მაპის ხიდი. მე არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს მომავალში, მე ვიცი, რომ ბუქარესტში მიიღეს გადაწყვეტილება- რა უნდა იყოს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ამ პროცესს მივყვებით. ახალი ხელისშემშლელი ფაქტორები არ შექმნილა, მოვა ეტაპი, როდესაც უნდა იყოს კონსესუსი და ერთ დღეს მივალთ ამ ეტაპამდე.“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42