„ძალიან სასიხარულოა, რომ ნატომ მონტენეგროს მიწვევით თავისი ღია კარის პოლიტიკა დაადასტურა. მინდა მიულოცო მონტენეგროს ეს წარმატება და ვისურვებდი, რომ იგივე წარმატებისთვის ჩვენს მალე მიგვეღწიოს. რაც შეეხება, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოცემულ კომუნიკეს, სადაც ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოზე გამახვილებული, რაც თავისთავად კარგია, მისასალმებელია ისიც, რომ დადებითადაა შეფასებული ჩვენი ქვეყნის პროგრესი, თუმცა ნატოში ისევ მიგვითითებენ, მედიისა და სასამრთლოების თავისუფლებაზე“- აღნიშნა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის იმ გადსაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება.
„ეს მოხდება მაპის საშუალებით, რომლის პერსპექტივაც სამწუხაროდ დაკონკრეტებული არ არის. ამ მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო. კომუნიკეში საუბარია რომ ყველა ინსტრუმენტი გაგვაჩნია ნატოში გაწევრიანებისთვის, ახლა საჭიროა ამ ინსტრუმენტების თავმოყრა. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ნატოს კარზე კაკუნი და არასდროს არავინ არ უნდა თქვას მსგავსი ფრაზა, რაც გააჟღერა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ - „დადგება დრო როცა საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად იქნება“, ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავაკეთოთ განცხადებები, ყველა ტრიბუნიდან რომ ნატო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტია“- დასძინა მან.
ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღია კარის პოლიტიკაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტი 14 პუნქტიანია და 4 მთლიანად საქართველოს ეძღვნება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელობან პროგრესს მიაღწია.
განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ იარაღს წევრობის მოსამზადებლად. NATO ასევე მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს ყველა შესაძლებლობის გამოყენება ალიანსთან უფრო მეტად დაახლოების მიზნით.
NATO მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მონაწილეობას ალიანსის რეაგირების ძალებსა და ავღანეთის ოპერაციებში, ასევე აფასებს ქართველი ხალხის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და წვლილს უსაფრთხოებისთვის.
NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისო საზღვრებში. ალიანსი მიესალმება საქართველოს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა და მოუწოდებს რუსეთს ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. ასევე NATO მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობა და გაიყვანოს მისი ჯარები საქართველოდან.
მასალის გამოყენების პირობები






