გირგვლიანის საქმის მოსამართლე და ივანიშვილის ფავორიტი - გახდება თუ არა მურუსიძე სააპელაციოს უვადო მოსმართლე?
პოლიტიკა - 15:41, 02 Dec, 2015     3706
გირგვლინისა და მოლაშვილის საქმეების სკანდალური მოსამართლე ხელისუფლების ფავორიტი ხდება. ლევან მურუსიძე, რომლის მონაწილეობითაც უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნას ითხოვს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ამის შესახებ განცხადება იუსტიციის საბჭოში უკვე შეიტანა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს, მიმართა რომ ლევან მურუსიძის დანიშვნა არ დაუშვას.

"ბიძინას სამარცხვინო ხელისუფლება აპირებს სასამართლო ხელისუფლებაში სააკაშვილის რეჟიმის საყრდენის, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას უვადოდ. რაც დაასამარებს ქართველი ხალხის ოცნებას სამართლიან სასამართლოზე და სამართლიანობის აღდგენაზე. პარლამენტის მიერ არჩეული "ქართული ოცნების" წევრები აპირებენ ხმა მისცენ ლევან მურუსიძეს, სამოქალაქო საზოგადოების მტერს. წარმოგიდგენიათ, როგორ გათავხედდა ხელისუფლება? თუ პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრები - ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თოდრია არ დაუჭერენ მხარს ლევან მურუსიძეს, რომელსაც უკვე გაუკეთებია განაცხადი სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის თაობაზე, მას არ დაამტკიცებენ", - ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.

ამასთან ზაზა ხატიაშვილი, ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრის დუმილს „სამარცხინოს“ უწოდებს და ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი და ღარიბაშვილი, ყველაფერზე ხელის მომწერები არიან“.

”ქართული ოცნებისთვის” სამართლიანობის აღდგენის დაპირება და სამართლიანი სასამართლო იყო საარჩევნო სატყუარა. მივმართავ საქართველოს პირველ პირს, ბატონ მარგველაშვილს, არ დაუშვას სამართლიანი სასამართლოს დასამარება. მივმართავ სამოქალაქო სექტორს, გამოვიყენოთ პროტესტის ყვეალანაირი ფორმა, რათა არ დავუშვათ ლევან მურუსიძის ხელახლა დანიშვნა. მივმართავ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, გამჭვირვალე გახადოს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა", - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებაში.

ზაზა ხატიაშვილის ამ განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ მისთვის უცნობია, სურს თუ არა ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მუდმივი მოსამართლეობა.

"ჩემთვის ლევან მურუსიძის კანდიდატურის შესახებ და ის, რომ მას სურს გახდეს მუდმივი მოსამართლე, ცნობილი არ არის. თუკი ეს ასეა, ამ თემაზე კიდევ უფრო გამჭვირვალედ უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ გაჩნდება მართლმასჯულების რეფორმის მესამე ტალღის მიმართ კითხვები, თუკი მურუსიძე მუდმივ მოსამართლედ დაინიშნება, ვინაიდან მთავრობის მხრიდან მის მიმართ მუდმივად მწვავე შეფასებები კეთდებოდა, წულუკიანის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმას წინ ვერაფერი დაუდგება.

ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი.

მისი თქმით, ლევან მურუსიძე იყო ის მოსამართლე, რომელის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა.

„მას არასდროს განუხორციელებია მართლმსაჯულება, ის ასრულებდა იმ დაკვეთებს რასაც მას ეუბნებოდნენ. გირგვლიანი და მოლაშილი გვეყოფა მისი არასამართლიანი გადაწყვეტილეების შესაფასებლად. ბატონ მურუსიძეზე ევროპული სასამართლო პირდაპირ მსჯელობდა და ამბობდა, რომ ის წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებს არღვევდა. უწყობდა ხელს წინა ხელისუფლების სურვილებს, არ ხდებოდა რეალური დამნაშავეების დასჯა, ამ მოსმართლემ გაათავისუფლა სანდრო გვირგვლიანის მკვლელბაში ბრალდებული პირები“- აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

„თავისუფალი დემოკარატების“ წევრი, ირინა ენუქიძის ინტერესების დამცველი - შალვა შავგულიძე ხატიაშვილის მსგავსად პრეზიდენტს მიმართავს, რომ ლევან მურუსიძის დანიშვნას ხელი არ შეუწყოს.

„მე წარმოვადგენდი, ირინა ენუქიძეს იმ სასამართლო პროცესზე, სადაც მურუსიძე ერთ-ერთი მოსამართლე იყო, (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე), ზაზა მეიშვილი და ლევან მურუსიძე), რომლებმაც დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილეს. ლევან მურუსიძე ის მოსამართლეა, რომლის მონაწილეობითაც უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.

ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ აღშფოთებულია, იმით, რომ სასამართლოს ყველა ინსტანქცია სახელისუფლებო შტოებთან ერთად, დაინტერესებული იყო, რომ ან საზარელ დანაშაულზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“- განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, როდესაც ევროპის სასამართლო მისთვის არაჩვეული ფორმით, აკრიტოკებს მოსამართლეს და მას ნეგატიურ შეფასებას აძლევს მისი დანუიშვნა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.

„ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის მანკიერ პრაქტიკას წარმატებით აგრძელებს. როფორც ნაციონალებს ჰყავდათ მმართვადი პროკურორები და მოსამართლეები მმართველი ძალაც არჩევანს აკეთებს მსგავს კადრებზე“- დასძინა მან.

„ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა აუცილებელია თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისაგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი, "– თავის დროზე ასეთ გარანტად საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის საბჭოს ახლადარჩეული მდივანი ლევან მურუსიძე დაასახელა.

ვინ არის ლევან მურუსიძე რომელიც არაერთი სკანდალური საქმის მოსამართლე იყო:

ლევან მურუსიძე და გირგვლიანის საქმე - ქ. თბილისი 27 ივლისი. 2007 წელი.

საკასაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შუმცირა. გერონტი ალანიას სასჯელის სახით სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული 8 წლის ნაცვლად, 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურსა და მიხეილ ბიბილურიძეს კი 7 წლის ნაცვლად, 6 წლისა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ლევან მურუსიძე და "ოპოზიციონერი" მოსამართლეების საქმე

ლევან მურუსიძე 2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გათავისუფლების პროცესში.

ლევან მურუსიძე და სულხან მოლაშვილის საქმე

მურუსიძემ 2006 წლის 23 ივნისს მან წაიკითხა განაჩენი, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42