არ მინდა პრემია, რომელიც კითხვებს გამოიწვევს, ისე ვიმუშავებ ჩემი ქვეყნის პროგრესისთვის - წულუკიანი
პოლიტიკა - 14:05, 02 Dec, 2015     1533
საქართველოს იუსტიციის მინისტრი საჯარო მოხელეების მიერ პრემიების აღების საკითხს გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, სამინისტროებში დანამატების სისტემა მთლიანად ვერ მოიშლება, რადგანაც სახელმწიფო საჯარო მოხელეებზე დგას. წულუკიანის თქმით, პრემიერის ინიციატივით, საჯარო დაწესებულებებში პრემიების სისტემა გადაიხედა. შესაბამისად, პრემია არცერთ სამინისტროში არ გაიცემა, თუ პრემიერის მიერ გამოცემულ აქტთან არ არის შესაბამისობაში.

ისი თქმით, პრემიების ოდენობა და რიცხვიც შემცირდა. შესაბამისად, საჯარო მოხელეები პრემიას მხოლოდ კვარტალში ერთხელ იღებენ.

„ჩვენ პრემიერის მიერ გამოცემულ აქტს ყველანი ვემორჩილებით. ამიტომაც, შემცირდა პრემიების ოდენობაც, რიცხვიც და მხოლოდ კვარტალში ერთხელ შეიძლება მისცე საჯარო მოხელეებს პრემია. დანამატების სისტემა მთლიანად ჩვენს სამინისტროებში ვერ მოიშლება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო საჯარო მოხელეებზე დგას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის ინფორმაციით პირადად, მას მიმდინარე წელს პრემიის სახით არცერთი თეთრი არ აუღია.

„მე წელს არცერთი თეთრი პრემიის სახით არ ამიღია და ვიცი, რომ თუკი ავიღებ, ამას შეიძლება მოყვეს კითხვის ნიშნები. რაც უნდა ბევრს და კარგად ვმუშაობდე, პრემია, რომელიც კითხვებს გამოიწვევს არ მინდა, ისე ვიმუშავებ ჩემი ქვეყნის პროგრესისთვის“, - განმარტა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანმა მინისტრების ხელფასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს სამინისტროების ხელმძღვანელები ხელფასის სახით 5 000 ლარს იღებენ, რაც სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან შედარებით მოკრძალებული თანხაა.

„სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებს თუ შევედრებით, ეს ძალიან მოკრძალებული თანხაა, მაგრამ ამ მოკრძალებული თანხის სანაცვლოდ, საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებთ. ამიტომ, ამ მხრივ, პრეტენზია არავის აქვს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მიერ აგვისტოს თვეში დანამატის სახით 10203 ლარის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მინისტრის თქმით მისი მხრიდან მოსამართლის ხელფასისა და დანამატის შეფასება სწორი არ იქნება.

„ეს არ არის ის საკითხი, რომელიც უნდა შევაფასოთ, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების წევრის მხრიდან მოსამართლის ხელფასის და დანამატის შეფასება არ იქნება სწორი“, - განაცხადა იუსტიცის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42