საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა MAP-ის დახმარებით - ალიანსის ოფიციალური კომუნიკე გამოქვეყნდა
პოლიტიკა - 14:00, 02 Dec, 2015     6151
ნატო მიესალმება იმ პროგრესს, რასაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. ამის შესახებ ალიანსის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ კომუნიკეშია ნათქვამი. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა MAP-ის დახმარებით.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი „მაპის", როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილის დახმარებით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს. ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც 2008 წლიდან განხორციელდა. საქართველის თანამშრომლობა ალიანსთან შეიცავს ალიანსის საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებელ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს შესაძლებლობებს მიუახლოვდეს ალიანსს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რაც წარმოდგენილია ნატო-საქართველოს კომისიის, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, რათა მიუახლოვდეს ალიანსს და გააფართოვოს მისი როლი, როგორც გამოცდილი პარტნიორისა, ჩვენი თავდაცვის სისტემის მშენებლობაში“ - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.

„ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც საქართველომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებისას აჩვენა, მათ შორის საერთო წვრთნებსა და ერთობლივი სასწავლო-შეფასების ცენტრის გახსნასთან დაკავშრებით, რომელიც დაეხმარება საქართველოს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაში. ხაზს ვუსვამთ საქართველოს მნიშვნელობას ალიანსთან ერთად ამ პროცესის თვითმყოფადობისა და კომპლექსური მიზნების მიღწევაში. ჩვენ განვაგრძობთ ყველა რესურსებით უზრუნველყოფას, რომელიც არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის არის საჭირო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძიერებასა და წინასწარ მომზადებას ალიანსის წევრობისთვის.

რადგანაც ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, შევისწავლით ახალ, პრაქტიკულ გზებსა და ძალისხმევას, მათ შორის მათალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რომელიც თავდაცვისა და სტრატეგიულ კომუნიკაციასაც მოიცავს.

ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერებისათვის, მათ შორის სასამართლო და უსაფრთხოების სამსახურებში, ჯარის მოდერნიზებასა და თავდაცვით ინსტიტუტებში.

ვითვალისწინებთ ბოლოდროინედლ მოვლენებს მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შესახებ, მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს იმპულსი რეფორმების განხორციელებაში, რის მხარდაჭერასაც ჩვენ განვაგრძობთ" - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.

ნატო ასევე მიესალმება საქართველოს წვლილს სწრაფი რეაგირების ძალებისა და ავღანეთის მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და პატივს სცემს იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა საერთო საერთო უსაფრთხოებისთვის გაიღო.

დღეს ჩვენ ვადასტურებთ ვაშინგტონის შეთანხმების მეათე მუხლის შესაბამისად ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას. გაფართოების წარმატებულმა რაუნდებმა ჩვენი უსაფრთხოება კიდევ უფრო გააძლიერა. ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ჩვენი ალიანსის ღირებულებებს იზიარებს, ალიანსი გააგრძელებს მხარდაჭერასა და დახმარებას მათ შორის წევრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად"- ნათქვამია განცხადებაში.


თარგმანი : ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42