ამის შესახებ თეა წულუკიანმა ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპახუხოდ განაცხადა
მისი თქმით, თუ მურუსიძე სურვილს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნოს, ამაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამჭირვალედ უნდა იმსჯელოს.
"ჩემთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ ლევან მურუსიძეს სურს გახდეს მუდმივი მოსამართლე. თუ ეს ასეა, ამ თემაზე კიდევ უფრო გამჭვირვალედ უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს ნინო გვენეტაძე... ადეიშვილიც რომ გაცოცხლდეს ისიც ვერ დაუდგება მართლმსაჯულების რეფორმას წინ. ეს პროცესი დაწყებულია. პოლიტიკური ნება არის მყარი, რომ მივიდეს ბოლომდე, რეფორმა არის რამდენიმე ეტაპიანი და მას წინ ვერაფერი და ვერავინ ვერ დაუდგება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს.
მასალის გამოყენების პირობები






