შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, აქ ბრიუსელში ჩვენი მეგობრები ჩვენს მისწრაფებებს იცავენ - ხიდაშელი
პოლიტიკა - 12:06, 02 Dec, 2015     1056

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომა საქართველოს საკითხის განხილვას მიეძღვნა. პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ წარუდგინა. საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხები განიხილეს. თინათინ ხიდაშელმა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ოკუპაციაზე, კონფლიქტურ რეგიონებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. კომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან.

„კომიტეტის წევრებმა ჩვენგან საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია და ის დღის წესრიგი მოისმინეს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს დღეს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს. დეპუტატების მხრიდან ძალიან საინტერესო კომენტარები, საინტერესო რეკომენდაციები, გამოსვლები იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცალსახად მივიღოთ უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ევროპარლამენტში აქვს, ერთი მხრივ, იმ პოლიტიკური კურსის, რეფორმების, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მეორე მხრივ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის თვალსაზრისით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ანა ფოტიგას შეფასებით, თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო. „გვქონდა საკმაოდ ინფორმაციული ბრიფინგი უსაფრთხოებისა და სამხედრო ასპექტებზე, საქართველოს პოლიტიკასა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქმედებათა სამსახურის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ასევე განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში. ვაფასებთ საქართველოს წვლილს. შესაძლებლობა გვქონდა, მოგვესმინა მინისტრის შეფასება საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯად კარიმმაც შეაჯამა:

„ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმ გახსნილი ურთიერთობის, რომელიც საქართველოს მთავრობას ევროკავშირის პარლამენტთან აკავშირებს. ეს არის მუშაობის ჯანსაღი წესი. ევროკავშირის პარლამენტის საშუალებით მსგავსი შეხვედრები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გამყარებას უწყობს ხელს. პარლამენტებს შორის დიალოგი სამომავლო ურთიერთობებისთვის აუცილებელია“.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს სანდრა კალნიეტეს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა ლატვიელ დეპუტატთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი და არსებული გამოწვევები განიხილა.

„ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვინაიდან მათ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარეს ის გზა, რომელზეც ჩვენ დღეს ვდგავართ. ამიტომ ყოველი შეხვედრა ბალტიისპირეთის ქვეყნების დეპუტატებთან არის, ერთი მხრივ, სასწავლო, სარეკომენდაციო და, მეორე მხრივ, უზარმაზარი მხარდაჭერის მაჩვენებელი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, როდესაც ბრიუსელში არ ვართ, აქ არიან ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენს მისწრაფებებს იცავენ, ჩვენს ამოცანებზე საუბრობენ და ჩვენს რისკებზე ეძებენ პასუხებს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42