დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 11:26, 02 Dec, 2015     1472
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ემორჩილებიან, თუმცა ამბობენ, რომ გაუქმებული დროებითი მმართველის სტატუსის მიუხედავად ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩაერთვებიან.

"1. როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ვემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ დამოუკიდებელი სასამრთლოს განჩინება მოითხოვს აღსრულებას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მას ერთ-ერთი მხარე. 2. ჩვენი თანხმობა, დავნიშნულიყავით დროებითი მმართველის თანამდებობაზე, განაპირობა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილმა რთულმა ვითარებამ - ინფორმაციამ მოსალოდნელი არეულობის, დესტაბილიზაციისა და ბარიკადების აღმართვის შესახებ. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ჩვენი ყოფილი და მომავალი თანამშრომლების გამოყენება ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროვოკაციაში.

3. ამ დაძაბულ ფონზე, პირველი ინსტანციაში ქიბარ ხალვაშის მიერ მოგებულმა პროცესმა დააჩქარა ჩვენ შორის სამომავლო მოლაპარაკება. მომავალი პარტნიორისგან მივიღეთ წინადადება – სასამართლო პროცესის სრულად და წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანიის 50% პროცენტის მფლობელობა და დირექტორის პოსტი. მიგვაჩნია, აღნიშნული შემოთავაზება სრული გარანტიაა იმისა, რომ მომავალში "რუსთავი 2" გახდება დამოუკიდებელი, არაპარტიული და კრიტიკული მედიასაშუალება, რომლის ფუნქციონირების პრინციპები ჩვენ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ ამა წლის 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

4. მიუხედავად გაუქმებული დროებითი მმართველის სტატუსისა, თავს მოვალედ ვთვლით მომავალში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ ნებისმიერ პროცესში, რათა ხელი შეუწყოთ სამართლიანობის სრულ აღდგენას.

5. ჩვენ, "რუსთავი 2"-ის კანონიერი მფლობელები, რომლებსაც 2004 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით და ზეწოლით, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ დაგვათმობინა ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი, გადააქცია ქვეყნის ნომერ პირველი მედიასაშუალება ნაცმოძრაობის პოლიტიკურ იარაღად და პროპაგანდისტულ მანქანად, ყველა კანონიერ უფლებას გამოვიყენებთ, რომ ჩვენი დაბრუნებით ტელევიზიას, მის ჟურნალისტურ, შემოქმედებით და ტექნიკურ შემადგენლობას მიეცეს საშუალება რეალურად შეასრულოს მასზე დაკისრებული რთული, მაგრამ საპატიო ამოცანა – ქვეყნის დემოკტარიული განვითარების, ევროატლანტიკური კურსის გატარების და მეთვალყურის (ვოჩდოგი) ფუნქციის წარმატებით განხორციელების საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42