საქართველო მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 09:51, 02 Dec, 2015     961

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალზე ალიანსმა მხრი დაუჭირა 2016 წლის განმალობაში ავღანეთში ნატოს საწვრთნელი მისიის არსებობას და გადაწყვეტილებას კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განმტკიცებისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის მზადყოფნა გააგრძლოს საკუთარი წვლილის შეტანა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახლავთ ალიანსის საიმედო პარტნიორი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან. კერძოდ იგი შეხვდა უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ისლანდიის, ლუქსემბურგის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრებზე გააცნო ევროპელ კოლეგებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ნატოსა და ვეროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა ხელისუფლების მზაობა განაგრძოს რეფორმები ამ მიმართულებით.

ევროპელი მინისტრების მხრიდან აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით და ხაზი გაესვა ქვეყნის წამყვან პოზიციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ნატოს ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში. მათ კიდევ ერთხელ დადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვეს დაეხმარონ საქართველოს ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაში.

ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამსრომლობის განვითარებას. მინისრებმა აღნიშნეს ამ მხრივ არსებული რეალური პოტენციალი, განსაკუთრებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ.

ევროპელმა კოლეგებმა გიორგი კვირიკაშვილს დაუდასტურეს მზადყოფნა დაეხმარონ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში და ასევე კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ევროპული ბიზნესის საქართველოთი დაინტერესების პროცესში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, რამაც ქვეყანა რეგიონალურ ჰაბად აქცია ბიზნესის წარმოებისა და გლობალურ სატრნაზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობის თვალსაზრისით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42