"მთავრობა ადექვატურ პასუხს მიიღებს"- ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს
პოლიტიკა - 23:21, 01 Dec, 2015     1244
ხელისუფლება და ოპოზიცია ბუუჯეტზე ვერ თანხმდებიან. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, ბიუჯეტზე საუბრისას ადასტურებს, რომ შრომის ანაზღაურება იზრდება, მაგრამ, მისი თქმით, ეს ზრდა არ არის მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული, როგორც ამაზე ოპოზიცია საუბრობს.

„შრომის ანაზღაურება მომავალ წელს ეხება, მაგალითად, სამხედრო მოსამსახურეებს. მათ ეზრდებათ ანაზღაურა, კონტრაქტორებზეა აქ საუბარი. სამაშველო სამსახურის ხელფასები 41 მილიონი ლარით იზრდება; პოლიციელების ხელფასები; ასევე მოსამართლეთა ანაზღაურება და არსად არ არის მაღალჩინოსნების ხელფასების მატებაზე საუბარი,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს.

დეპუტატის თქმით, "ეკონომიკა არ იზრდება და ხარჯები იზრდება კატასტროფულად".

„სოციალური ბიუჯეტი არ არსებობს. ბიუჯეტი ან არის კარგი, ან ცუდი. ეს არის მოტყუება ადამიანებისა. სიტყვებით ატყუებს ხელისუფლება. რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოიტანა, არის ის, რომ ვითომ არიან სოციალურად მოტივირებულები, რეალურად კი არის ლარის დევალვაცია, ინფლაციის კატასტროფული მაჩვენებელი, რამაც მოიტანა ცხოვრების გაძვირება,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

"ათი დოლარითაც არ იზრდება პენსია, მთავრობა ადექვატურ პასუხს მიიღებს," - ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ფიქრობს, რომ მთავრობა არასწორად მუშაობს.

"რაც არ უნდა ამ რიცხვებზე ვისაუბროთ, საზოგადოებას აინტერესებს, რას იზამს დღევანდელი მთავრობა და გამოწვევებს როგორ გაუმკლავდება. თუმცა, დღევანდელი მთავრობა ამას ვერ ახერხებს. დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეკონომიკა არ ვითარდება. წინსვლა არ არსებობს. უამრავი პრობლემები სწორედ აქედან არის. ათი დოლარითაც არ იზრდება პენსია და ეს მატებაც თვეების შემდეგ იქნება. 7 თვის შემდეგ თუ რა იქნება, არავინ არ იცის. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს. მართვაში არის პრობლემები," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42