"ჩვენ დროს 69 ცენტი იყო და ახლა 48 ცენტი გამოდის. 50 თეთრით არის განსხვავება და, ცხადია, ხარისხი დაეცემა. საკრებულოს შეუძლია, შეცვალოს ეს ჩანაწერი,"- აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
უგრეხელიძემ "არჩევანის" სტუდიაში ასევე განაცხადა, რომ ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება.
მისი ნფორმაციით, 2014 წელს ბენეფიციართა რაოდენობა 13 000 იყო, 2015 წელს კი 22 704-ით დაიწყო და 26 000-ით დასრულდა.
სევდია უგრეხელიძის განცხადებით, მომდევნო წელი 32 000 ბენეფიციარზე იგეგმება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი 3 წლის ვადით ტენდერების გაფორმების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მიდგომა არასწორია, როცა სამი წლით ადრე გეგმავ, რა უნდა ღირდეს ერთი ბენეფიციარის გამოკვება.
"3-წლიანი ტენდერი მისაღები არ არის იმიტომ, რომ გაუფასურდა ლარი, გაძვირდა პროდუქტი. აქედან გამომდინარე, ბენეფიციარებს ვერ მიაწვდიდნენ იმავე ხარიხსის კვებას, როგორსაც ვარაუდობდნენ"- განმარტა დეპუტმა.
მასალის გამოყენების პირობები






