ხუნდაძე ოპოზიციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობააში ადანაშაულებს.
ჯანდაცვის კომიტეტში ირწმუნებიან, რომ "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება".
"კორექტირებული ბიუჯეტი მიიღო პარლამენტმა, დაამტკიცა. ახლა პრეზიდენტთან არის გადაგზავნილი, მოეწერება ხელი და მოხდება მისი გამოქვეყნება. ასე რომ, ჭიაბერაშვილი დამშვიდდეს, გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე იზრუნოს არა ნეგატიური პოზიციიდან, არამედ დაანებოს თავი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას"- აღნიშნა თემის კომენტირებისას დიმიტრი ხუნდაძემ.
"ნიუპოსტი" ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი ხუნდაძის პოზიციას იზიარებენ, უწყება ჭიაბერაშვილის განცხადებაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის - ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი კვირის თანხაა დარჩენილი, რაც მისი თქმით, მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.
მასალის გამოყენების პირობები






