როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, საქართველო გააგრძელებს ნატო-ს წევრობისკენ სვლას - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 17:20, 01 Dec, 2015     975

„ჩვენი მიზანია ნატო-ს წევრობა, ალიანსის გადასაწყვეტია რა ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას. ჩვენ დღეს გაგვაჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამისთვის, მათ შორის ნატო-ს სამხედრო ძალებთან თავსებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც იგი მონაწილეობს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში.

მისი შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე იყოს თანმიმდევრული, რადგან ნატო-ს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ პერიოდისთვის, როცა ეს შესაძლებელი გახდება.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ამ მიმართულებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაველოდოთ იმ დროს როცა ეს შესაძლებელი გახდება. ნატო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანებაზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, საქართველო კი თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს რათა შეიძინოს ის ინსტრუმენტები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში. ვფიქრობ, რომ უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი სახეზე, ამას ხაზს უსვამენ ჩვენი პარტნიორები და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო მონაწილეობს ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში.

„ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში, რომელიც არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთლიანად რეგიონში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისთვის, თუმცა უნდა იყოს მზაობა თავად ნატო-ს ყველა წევრის მხრიდან, რათა მიღებული იქნას ეს გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ვარშავის სამიტზე, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, საქართველო თანმიმდევრულად, მტკიცედ გააგრძელებს ამ ვექტორს - ნატო-ს წევრობისკენ სვლას“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით აღნიშნულ მინისტერიალზე ერთ-ერთ საკითხად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე თუ როგორი იქნება ნატო-ს მომავალი მის გაფართოებასთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის მიზანია, რომ საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე მოვახდინოთ მეტი მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

„ჩვენ ვართ ძალიან საიმედო და სანდო პარტნიორი ნატო-ს ალიანსისთვის, ვმონაწილეობთ ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის რეფორმები, რომელიც საქართველოში ტარდება, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური მიმართულებით, სათანადოდ იქნება დაფასებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ“ -განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი 2015 წლის 1-2 დეკემბერს ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც სიტყვით გამოვა. ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42