ახალი მემარჯვენეები: ,,ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპექტრი პრაქტიკულად ერთიანია“
პოლიტიკა - 13:19, 01 Dec, 2015     1364
"ახალი მემარჯვენეები"-ს ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, პარტიები მიმართვის ერთობლივ ტექსტს ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს უახლოეს პერიოდში გაუგზავნიან.

ნაჭყებიას თქმით, განსხვავებული ხედვების მიუხედავად საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების მხრიდან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებთან გასაგზავნი მიმართვის შემუშავებაზე შეთანხმება მოხერხდა.

"გავითვალისწინეთ რა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო გადაადგილების მნიშვნელობა, „ახალმა მემარჯვენეებმა“ გასულ კვირას მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს ერთობლივი მიმართვის გაკეთებისკენ, რაც იქნებოდა ჩვენი, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის გამოხატულება და გარკვეული გარანტიებიც ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მზად არის ამ გადაწყვეტილებისათვის.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მიმართვა და პრაქტიკულად მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერის დაფიქსირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს გადაწყვეტილება, რომელიც იმედი გვაქვს მიღებული იქნება 15 დეკემბერს, არის როგორც დღევანდელი, ისე ქვეყნის მომავალი ხელისუფლებების პასუხისმგებლობა.

ამ ინიციატივის შემდეგ „ახალ მემარჯვენეებს“ გვქონდა კონსულტაციები როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. კონსულტაციების საფუძველზე შემუშავებულ იქნა, ჩვენი აზრით, ყველასთვის მისაღები მიმართვის ტექსტი ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისადმი, რომელშიც მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას. ამავე დროს, იმედი გამოვთქვით, რომ ამას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა.

დღეისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან ძირითადად არის მზადყოფნა, მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა და პოზიციებისა, დავაფიქსიროთ ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებაზე საერთო პასუხისმგებლობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.

ხდება ის, რაც იშვიათად ან თითქმის არასოდეს მომხდარა ქართულ სინამდვილეში და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმართვას ხელს აწერს პრაქტიკულად მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი.

საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ტექსტის როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი ვერსიები ხელმოწერისთვის მზად არის. იმედს გამოვთქვამთ, რომ დოკუმენტი სწრაფად გაივლის ხელისმოწერის პროცედურებს და უკვე მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დაეგზავნებათ ადრესატებს.

გვინდა გამოვთქვათ კმაყოფილება, რომ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ძირითადი ნაწილის მხრიდან მოხერხდა შეთანხმება ქვეყნისთვის ძალზე მნივშნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაც უდავოდ არის სახელმწიფოებრივი პასუხსიმგებლობის დემონსტრირება", - განაცხადა ნაჭყებიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42