„გული მაქვს მკვდარიი..! დილის 7 საათია, სანამ სამსახურში წავიდოდი, საქმე მქონდა. მაკდონალდსში ყავა დავლიე. იქვე გარეთ შავებში ჩაცმული 40 წლამდე ქალბატონი იჯდა, ჩემი ყურადღება თავიდანვე მიიქცია, გამოვდივარ ყავით ხელში, არსად არ მეჩქარებოდა, ნელ-ნელა მოვდიოდი დილის თბილისი რაღაც წყნარი და განსაკუთრებულია. გარშემო არავინ არ იყო, მაჩერებს ეს ქალი, ხელი საფულისკენ წავიღე, მესმის ხმა „ფული არ მინდა", ცოტა შევშინდი, მთხოვა რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი, დავჯექი. დაახლოებით 5 წუთი ხმას არ იღებს, მე უფრო შევშინდი, ვთხოვე რომ რაც უნდოდა ეთქვა, თუ არადა წავიდოდი. ტირილი დაიწყო, არ ვიცოდი როგორ დამეწყნარებინა, ძალიან დავიბენი. მთხოვა, რომ დიდი ხანია მას ყავის გემო აღარ ახსოვს და განსაკუთრებულად მოუნდა. წამებში ორ რამეზე დავფიქრდი: 1) მის გვერდით, ხელებგაყინულ ადამიანთან, რომელმაც ოჯახში ბავშვები მშიერი არ უნდა მოკლას, ცხელ ყავის ჭიქაზე ხელებს ასე უნამუსოდ ვითბობდი და წამი არ მიფიქრია, რომ მას უნდოდა. 2) გამახსენდა პატრიარქის სიტყვები, რომ გარეთ მყოფ ხელგამოწვდილ ადამიანებს ფულით არა, საკვებით დავეხმაროთ, რადგან არავინ არ იცის ის ფულს რაში გამოიყენებს ან გამოაყენინებენ. წამიერად ავდექი, შევბრუნდი უკან, მოვუტანე ყველაფერი, რომ არც სულიერი და არც ფიზიკური სიცივე არ ეგრძნო, მუხლებთან დამიჩოქა, აი აქ უკვე არაადამიანურად ავტირდი და გამახსენდა ჩვენი მჭერმეტყველი დეპუტატები, რომლებსაც ენა გადმოუგდიათ, რომ თურმე 1.18-ად უნდა ვიკვებოთ. ქალბატონებო, ეს ქალი 20 თეთრადაც ვერ იკვებება, როცა თქვენ ბანკის ანგარიშზე ათასობით ლარი გიდევთ. წამოვედი, წამოვედი იმიტომ რომ გულმა ვერ გავუძლო, მითხრა, რომ მარჯანიშვილის მეტროსთან ხშირად დგას, შევპირდი რომ ხშირად მივიდოდი და აუცილებლად მივალ. გზაში მოვდივარ და ვფიქრობ, ადამიანები ხანდახან იმაზე ვწუწუნებთ, რომ დღის ბოლოს ცეზარი, პიცა ან რამე წელვადი "სვეცკობა" არ ვჭამეთ და ძალიან, ძალიან შემრცხვა... მაპატიეთ, ვისაც დილა ამის კითხვაში დაგაწყებინეთ, სხვანაირად არ შემეძლო. ადამიანმა გარეთ ფული კი არა ყავა მომთხოვა, აი ეგ ქვეყანა ვართ ჩვენ..!!“ - წერს ნინი აბრამიშვილი ფეისბუკის გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






