ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი "როსსელხოზნადზორის" ოფიციალური წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოს განცხადებას არ ეთანხმება.
მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მის მეზობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ.
"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, არ მოხდეს ესკალაცია და პირიქით, რაც შეიძლება მალე ამოიწუროს კონფლიქტი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
“როსსელხოზნადზორის“ ოფიციალური წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თურქეთიდან ბოსტნეულის და ხილის შეტანა აკრძალა, ქვეყანაში ამ პროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან რუსეთმა თავადაც გაზარდა ხილ-ბოსტნის მოყვანა ჩრდილოეთ, კავკასიაში, ყუბანში, სტავროპოლში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლექბში. ამასთანავე, როგორც “როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელი აცხადებს, თურქული პროდუქციის აკრძალვამ რუსეთის მეზობელი ქვეყნები გაახარა.
მასალის გამოყენების პირობები






