"არაკონსტიტუციური და ფორმალური" - კონსტიტუციონალისტები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე
პოლიტიკა - 09:52, 01 Dec, 2015     1370

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას კონსტიტუციონალისტები არაკონსტიტუციურს და ფორმალურს უწოდებენ. როგორც ვახუშტი მენაბდე ამბობს, ოლქების დაყოფა ხელოვნურად მოხდა. მისი განცხადებით, ცვლილებას კანონთან საერთო არ აქვს.

„პარლამენტს აღებული ჰქონდა ვალდებულება, მოემზადებინა იმგვარი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ოლქები მეტ-ნაკლებად იქნებოდა თანაბარი. ამ რეფორმით ჩვენ ვხედავთ არათუ 10-15%-იან სხვაობას, არამედ არამედ აქ არის 60-70-80-100%-იანი სხვაობები. ვერაფერი ვერ გაამართლებს ამ სხვაობებს, რომელიც არა გამონაკლისი, არამედ არის ტენდენცია იმ რეფორმის მიხედვით, რომელსაც უმრავლესობა გვთავაზობს“, - ამბობს მენაბდე.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფორმალურად შეასრულა.

„მთავრობა ცდილობს აირჩიოს მისთვის ყველაზე კომფორტული გზა, რომელიც მხოლოდ გარეგნულ ელფერს შეუქმნის, რომ თითქოს ფორმალურად შეასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა თუ შევხედავთ დევიაციებს ოლქებს შორის საეჭვოა რამდენად ჯდება იმ სტანდარტებში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა“, - განაცხადა დავით ზედელაშვილმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, თბილისში 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი იქნება.

საქართველოს დანარჩენ რაიონებში მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან გაყოფის გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

პროექტის მიხედვით, 13 მუნიციპალიტეტის - საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების საზღვრები თანხვედრაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42