არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 09:17, 01 Dec, 2015     931

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარიზის ტრაგიკულმა მოვლენებმა მთელ მსოფლიოზე და საქართველოზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასეთ მძიმე ვითარებაში თქვენი ხალხის უპრეცედენტო თავშეკავებამ, სიმტკიცემ და სიმხნევემ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი. პარიზს ყოველთვის მივიჩნევდი მეორე სახლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდებული ქალაქი და ქვეყანა გაუძლებენ ბოროტი ძალების თავდასხმებს, რომელთა მიზანიცაა გაანადგურონ ყოველივე ის, რის აშენებასაც ჩვენ, ამ დარბაზში შეკრებილნი, ვცდილობთ. გარწმუნებთ, ამ ძნელბედობის ჟამს მე და ქართველი ხალხი თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ტერორიზმი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის, თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როდესაც ტერორისტები ცდილობენ საზოგადოების დაყოფას არა მხოლოდ პარიზში, არამედ ლიბანში, მალიში, ეგვიპტეში, ნიგერიაში, თურქეთში, ტუნისსა და მსოფლიოს სხვა წერტილებშიც, მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ პროგრესის დასაცავად, რომელსაც მსოფლიომ ბევრ სფეროში მიაღწია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42