"რაც ჩვენი მხრიდან არის გასაკეთებელი, ზედმიწევნით კარგად ვაკეთებთ" - პრემიერი ნატოში გაწევრიანებაზე
პოლიტიკა - 09:16, 01 Dec, 2015     1134

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალს გამოეხმაურა, რომელიც ბრიუსელში ხვალ გაიმართება.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

„ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ ან მაზეგ - ამის დღეს განსჯა საკმაოდ რთულია, ვითვალისწინებთ რა იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარიზში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ელოდება ნატოს ვარშავის სამიტს და ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მოლოდინების შექმნა არ სურს.

„ეს არის ნატოს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციაც, რომ მოსახლეობა წინასწარ არ შევიყვანოთ შეცდომაში, ან ერთმანეთს არ შევუქმნათ მოლოდინები, იმედები და შემდეგ არ გავუმტყუნოთ. საჭიროა, მშვიდად მივყვეთ პროცესებს, რაც ჩვენი მხრიდან არის გასაკეთებელი, ზედმიწევნით კარგად ვაკეთებთ, არ გვაქვს არავითარი ჩამორჩენა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიჰყვება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გეგმას, რომელიც დროშია გაწერილი და ყველა ვალდებულება ეფექტურად სრულდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანარჩენი დამოკიდებულია გლობალურ ვითარებაზე, რომელიც არსებობს ფართო რეგიონში.

„დღეს მსოფლიო განსხვავებულია, ვიდრე იყო თუნდაც გასულ წელს. ყველა რეალური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და არ მოვატყუოთ ერთმანეთი. ჩვენ სრულად მივყვებით დასახულ გეგმას, მაგრამ რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ვერ გავაკეთებთ. რაც არის ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების, თავად ნატოს გადასაწყვეტი, ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, ამ საკითხზე არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის და ცრუ მოლოდინების შექმნა. ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ პროცესს და ყველამ თავისი საქმე აკეთოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42