დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერად რჩება - ლიდინგტონი
პოლიტიკა - 19:28, 30 Nov, 2015     1108

„დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია. გვჯერა, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი, განვითარების გზა. ვემხრობით მის მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ყოველწლიური დიალოგის „უორდროპის დიალოგის“ მეორე შეხვედრის სესიის გახსნისას განაცხადა. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ყოველწლიური დიალოგის არსებობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში და აღინიშნეს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში არსებული მაღალი დინამიკა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს იმ სოლიდარობისთვის, რასაც იგი ავლენს საქართველოს ევროპული არჩევანის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი განცხადებით ბოლო პერიოდის განმალობაში დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ შეძლეს განევითარებინათ რეალურად მჭიდრო ურთიერთობა, რაც მეგობრობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნება.

უორდროპის დიალოგის პლენარულ სესიამდე, გაიმართა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა. გიორგი კვირიკაშვილმა და დევიდ ლიდინგტონმა განიხილეს საქართველოს - დიდი ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხს, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას, ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებას, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი წლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით.

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის საკითხებში ფილიპ ჰამონდს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42