ზაქარეიშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას განმარტავს
პოლიტიკა - 17:16, 30 Nov, 2015     1890
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით მისი მოსაზრების შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა. როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს მისი ნათქვამის გავრცელება კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოხდა. მინისტრის თქმით საუბარი საქართველოს ფედერაციული მოწყობის საკითხს ეხებოდა, რომელსაც გარკვეული წლების წინ თავად ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ეთანხმებოდნენ.

„ეს განცხადება არ არის ეს არის კომენტარი, რომელიც გაკეთდა კავკასიური სახლის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, ამას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. იყო მსჯელობა როგორ ვხედავთ კონფლიქტების მოგვარებას. მე ვამბობ, რომ მას შემდეგ რაც მოგვარდება ნდობის აღდგენის, ეკონომიუკური ურთიერთობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, ბოლო ეტაპზე მე პირადად ასე ვხედავ პრობლემის მოგვარებას და არა მარტო მე, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წარმომადგენელიც, მათ შორის კუბლაშვილი, დავით დარჩიაშვილი, დავით ბაქრაძე, როცა ერთად ვწერდით კონცეფციას 2004 წელს, ჩვენ ასე ვხედავდით, ახლა არა ვიცი როგორ ხედავენ ისინი. ჩვენ ერთი დოკუმენტი გამოვეცით მაშინ 2004 წლის ივნისში და დაიბეჭდა. კანდელაკი მაშინ არ ვიცი სად იყო, არ მიცნობს საერთოდ . ეს ფრაზა რაც კომენტარიდან იყო არის ამოგლეჯილი. ეს არის დიდი ციტატის ნაწილი. ამიტომ ვერიდები კომენტარებს და მირჩევნია პირდაპირი ეთერი , რომ მკაფიოდ ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია.“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

როგორც სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, მისი ნათქვამი, რომ „აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა“ ეხებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდს.

„მე ვამბობდი, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირის შემდეგ არავითარი გამოცდილება არ გააჩნია აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრების , პოლიტიკურ ადმინისტრაციულ სახელმწიფო სივრცეში. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება შევიმუშაოთ ახალი სისტემა აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრების , რადგან აღარ გვინდა საბჭოთა კავშირის დროინდელი. საქმე ისაა , რომ ჩვენ კედლები სახელმწიფოსი გვაქვს, შიგნით ოთახების მოწყობა ჩვენ არა გვაქვს, ოთახების კი არა სართულების მოწყობაც არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს სახლი სადაც არ არის არანაირი მოწყობა. ჩვენ სახელმწიფო ვართ და კეთილი უნდა ვინებოთ და ჩამოვაყალიბოთ ისეთი ფორმატი, რომელიც განსხვავებული იქნება იმ სისტემისგან, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო ომი და ჩვენ არ შეგვიქმნია არანაირი სახელმწიფოებრივ პოლიტიკური ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც აფხაზები და ქართველები ერთად შექმნიდნენ. ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპულ ფედერაციაზე, თუმცა ეს დღეს დღის წესრიგში არ არის, რადგან სახელმწიოფო მოწყობა კონფლიქტების მოგვარების ბოლო ეტაპია. მისი წინა ეტაპებია შერიგების პროცესი, ნდობის აღდგენა, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, უსაფრთხოების მოგვარება. ჩვენმა მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ გაიაროს ეს ეტაპები ნდობის აღდგენის, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის. სახელმწიფოებრივი მოწყობის ეტაპი უკვე შემდეგი მთავრობის იქნება ჩვენ ვიქნებით თუ სხვა. ამ ფედერაციულ მოწყობას არ ეწინააღმდეგებოდა ენმ-ს არცერთი წევრი რომელსაც მე ვიცნობ“- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა კავკასიური სახლის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ისაუბლა და საუკეთესო ვარიანტად ფედერაციული მოწყობა მიიჩნია. ამასთანავე მინისტრმა უახლეს ისტორიაში საქართველო-აფხაზეთის ერთ სახელმწიფოში ცხოვრების გამოცდილების არქონასაც გაუსვა ხაზი:

,,ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, მეორე და საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ ენმ-მ პაატა ზაქარეიშვილი არაკომპეტენტურობასა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულაროგორც პარტიაში მიიჩნევენ, ივანიშვილის გუნდს საქართველოს მომავლის ხედვა და რწმენა არ გააჩნია. მათი თქმით, ზაქარეიშვილი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის საპასუხო პოლიტიკის ნაცვლად, საზოგადოებას ბედის შეგუებისაკენ მოუწოდებს.

„საქართველოს მთავრობის წევრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება არის უაღრესად სახიფათო რადგან იმეორებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შეთხზულ ლეგენდას თითქოს თანამედროვე ეპოქაში საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის მოხვედრა საბჭოთა კავშირის „დამსახურებაა.“ ამ ლეგენდის მიზანი კი საქართველოს სუვერენიტეტის დელეგიტიმაციაა. რუსეთის და მისი მარიონეტების მიერ სწორედ ეს ლეგენდა გამოიყენებოდა 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის და აფხაზეთში განხორიელებული ეთნიკური წმენდის გასამართლებლად.“- ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში, რომელიც გიორგი კანდელაკმა გაახმოვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42