პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCCC) მხარეთა 21-ე კონფერენციის (COP21) გახსნის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მოეწყო კონფერენცია, რომელზეც განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები კლიმატის ცვლილების სფეროში.
კონფერენციის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის გამოცდილებისა და გეგმების განხილვა, რომლებიც ხელს შეუწყობს და თავის წვლილს შეიტანს გლობალურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვაში 2°C-ის ფარგლებში პრე-ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, რათა თავიდან იქნას აცილებული საშიში, შეუქცევადი ცვლილებები კლიმატურ სისტემაში და უზრუნველყოფილი იქნას ადაპტირება ცვალებად კლიმატთან.
კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და პროექტ ‘კლიმა ისტ’ მიერ (‘კლიმა ისტ: კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის დახმარება’).
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენცია ჩატარდება 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პარიზში, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 200-მდე ქვეყნის დელეგაცია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დამკვირვებლები, საერთო რაოდენობით დაახლოებით 40 000 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






