"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს" - ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებას მხარს არ უჭერს
პოლიტიკა - 16:25, 30 Nov, 2015     1305

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში დღეს უნდა მოხდეს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძე ცვლილებებს მარაზმს უწოდებს და ამბობს, რომ ცვლილების შემდეგ გაუგებარი საარჩევნო სისტემა მიიღება.

„ეს არის კიდევ ერთი მარაზმი, რომელშიც „ქართული ოცნებას“ შეჰყავს საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ ერთი პრინციპით, რომ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 50 ათასი იყოს. გაუგებრად შეაწყვილეს და გაართიანეს საქართველოს ტერიტორიული ერთეულები. გაუგებარია რატომ უნდა იყოს ერთად ხარაგაული და ბაღდათი და ამას დამატებული ზესტაფონის სოფლები. წარმომიდგენია რამდენად გართულდება ზესტაფონის მაცხოვრებლებისთვის დეპუტატებთან ურთიერთობა. ისინი ადმინისტრაციული თვალსაზრისით ერთ ოლქში იქნებიან, ხოლო დეპუტატის ბიუროში ან ბაღდათში ან ხარაგაულში სიარული მოუწევთ. ასე, რომ ეს არის გაუგებარი სისტემა“, - ამბობს ბობოხიძე.

„თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებს სასაცილოს უწოდებენ.

"იქნება ოლქი, მაგალითად, ბაღდათი ხარაგაულის პლიუს სოფელი პირველი სვირი და მეორე სვირი. ასევე იქნება ოლქი ნახევარი სამტრედია-ვანი, ნახევარი სამტრედია-ხონი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს იმიტომ, რომ მათ ეს თბილი სავარძლები შეინარჩუნონ. გაჭრილი ვაშლივით ჰგავს "ქართული ოცნების" ნამოქმედარი „ნაციონალური მოძრაობისას", - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

პარლამენტის ბიუროს დღეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინება. პროექტი 73 მაჟორიტარული ოლქის დაყოფის ახალი სქემის შემოღებას ითვალისწინებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა შეესაბამებოდეს.

მმართველი გუნდის განცხადებით, შემუშავებული მოდელით მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამორჩეველთა უთანაბრობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42