"რით ვერ დაასრულეთ დასავლეთთან აღებული ვალდებულების შესრულება" - ბურჯანაძის პარტია მთავრობას მიმართავს
პოლიტიკა - 15:22, 30 Nov, 2015     955

„დემოკრატიულ მოძრაობაში“ საგანგაშოს უწოდებენ უმრავლესობის დეპუტატის ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, სადაც საუბარია საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ნატოს წესდების მეხუთე პუნქტის გავრცელების გარეშე.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის პარტია აღნიშნული განცხადების გამო პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ახსნა-განმარტებას სთხოვს.

"რა ვალდებულებები გაქვთ ბატონებო აღებული ასეთი დასავლეთთან და რით ვეღარ დაასრულეთ მათი შესრულება, რომ მზად ხართ საბოლოოდ დააქციოთ და გაწიროთ ქვეყანა?!საზოგადოებისათვის დიდი ხანია ცნობილია რომ "რესპუბლიკური პარტია", მზადაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფასად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეც დასთანხმდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, გუშინ კი გაიჟღერა კიდევ ერთმა საგანგაშო და ანტისახელმწიფოებრივმა პოზიციამ. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი პირდაპირ უკავშირდებოდა უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ამ ორგანიზაციისაგან და არა იმას, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებოდნენ ნატო-ს სამხედრო მისიებში, საქართველოში განთავსდეს ნატო-ს ბაზები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, ხოლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ნატო არ იყოს ვალდებული დაგვიცვას და ჩვენ აღმოვჩნდეთ მარტონი, უთანასწორო ბრძოლაში, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს“, - განაცხადა ბარამიძემ.

ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია მეხუთე მუხლის გარეშეც გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

„ანუ ნატო არ იყოს ვალდებული დაიცვას საქართველო რუსეთთან კონფლიქტის დროს. ასე მოხდა გერმანიის შეყვანა NATO-ში. ხუთოსნები ვართ NATO-ს მიმართულებით“, - განაცხადა გუშინ ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42