"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 14:28, 30 Nov, 2015     1343

თბილისის მერი დავით ნარმანია „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო - სახელწოდებით „შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება“.

აღნიშნული პროგრამა თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამის მიზანია თბილისში რეგისტრირებული და მოქმედი ტურისტული კომპანიების და დარგში შემავალი სხვა სუბიექტების გაძლიერება, მათი სიმძლავრეების, დატვირთულობის, უნარების, შემოსავლების, ეფექტიანობისა და მდგრადობის ზრდის ხელშეწყობა, ასევე, თბილისის, როგორც ტურიზმისათვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილის პოზიციონირება, პოპულარიზაცია საზღვარგარეთის ბაზრებზე და დედაქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხარდაჭერა.

აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისში ტურიზმის დარგის მდგრად განვითარებას. პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერა გულისხმობს: თბილისის მარკეტინგის ორგანიზაციის შექმნას; სარეკლამო-გაცნობითი ტურების ორგანიზებას; დარგის პერსონალის გადამზადებას; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; რეგულარული საერთაშორისო ტურისტული ღონისძიებების დამკვიდრებას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, თბილისის მერიისა და საკრებულოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსისა და უცხოური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42