"ეს წესი თუ ამოქმედდება, საზოგადოებას ვეღარ დავიცავთ დანაშაულისგან" - წულუკიანი მოწმეთა დაკითხვის კანონზე
პოლიტიკა - 13:21, 30 Nov, 2015     2447
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მოწმეთა დაკითხვის შესახებ არსებულ წესში ცვლილება გაუაზრებელია.

მისი განცხადებით, ამ ცვლილებისთვის მზად არც სასამართლო და არც სამართალდამცავი ორგანოები არ არიან.

"ის წესი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 1 იანვარს, თუ ამოქმედდება ჩვენ საზოგადოებას ვეღარ დავიცავთ დანაშაულისგან. დღეს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ 1 იანვარს მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდეს მოწმის დაკითხვა. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შემოვიდეს სრულიად გაუაზრებელი, სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებული წესი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუშლის დანაშაულთან ბრძოლაში," - განაცხადა თეა წლუკიანმა.

მოწმეთა დაკითხვის შესახებ წესში ცვლილება 2016 წლიდან უნდა შევიდეს. ცვლილების მიხედვით მოზმის დაკითხვა საგამოძიებო უწყების ნაცვლად სასამართლოში განხორციელდება. კანონპროექტის თანახმად მოწმე მაგისტრატმა მოსამართლემ სასამართლოში შეიძლება დაკითხოს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმეს შეუძლია გამოძიებას მისცეს არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ დანაშაულის შესახებ, რომელზედაც მიმდინარეობს გამოძიება და იგი გამოკითხვის გზით ინფორმაციის მიცემაზე უარს აცხადებს. მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განისაზღვრა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანდასწრებით. ამ წესის ამოქმედება 2013 წლის 31 დეკემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა 2013 წლის დეკემბერს პარლამენტმა 71 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება და მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ორი წლით 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42