ენმ ზაქრეიშვილს ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 12:31, 30 Nov, 2015     1352
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს არაკომპეტენტურიბასა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ. როგორც პარტიაში მიიჩნევენ, ივანიშვილის გუნდს საქართველოს მომავლის ხედვა და რწმენა გააჩნია. მათი თქმით, ზაქარეიშვილი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის საპასუხო პოლიტიკის ნაცვლად, საზოგადოებას ბედის შეგუებისაკენ მოუწოდებს .

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო. ზაქარეიშვილის მტკიცებით, „ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა - ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა.“

აღნიშნული განცხადება არა მხოლოდ ღრმად არაკომპეტენტურია და ადასტურებს რომ მას, როგორც მთავრობის წევრს, საკუთარი ფუნქციები არ ესმის, არამედ კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩენს რომ ივანიშვილის გუნდს არ აქვს საქართველოს მომავლის არც ხედვა და არც რწმენა. იმის ნაცვლად რომ უპირისპირდებოდეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პროპაგანდას საერთაშორისო ასპარეზზე, ცდილობდეს მრავალეთნიკური, ევროპული და სამოქალაქო ინდენტობის მქონდე საქართველოს იდეის წინ წამოწევას, გვესმის რაღაც ფსევდო ფილოსოფიური მსჯელობა და ქადაგება ბედთან შეგუებაზე. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის რომ საოკუპაციო ხაზი ყოველდღე იწევა და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკური ქართველების უფლებები მუდმივად ირღვევა ოკუპანტების მიერ ყოველგვარი პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე. დღეისათვის ეთნიკური წმენდის და დევნილთა დაბრუნების საკითხი, ივანიშვილის გუნდის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებისთვის საზიანო საქმიანობის შედეგად საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტიურად მოხსნილია.

საქართველოს მთავრობის წევრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება არის უაღრესად სახიფათო რადგან იმეორებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შეთხზულ ლეგენდას თითქოს თანამედროვე ეპოქაში საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის მოხვედრა საბჭოთა კავშირის „დამსახურებაა.“ ამ ლეგენდის მიზანი კი საქართველოს სუვერენიტეტის დელეგიტიმაციაა. რუსეთის და მისი მარიონეტების მიერ სწორედ ეს ლეგენდა გამოიყენებოდა 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის და აფხაზეთში განხორიელებული ეთნიკური წმენდის გასამართლებლად.

გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყაზანის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომელიც ბ-ნმა ზაქარეიშვილმა მეცნიერული კომუნიზმის განხრით დაამთავრა, საქართველოს ისტორიას იგი საფუძვლიანად ვერ შეისწავლიდა. მიუხედავად ამისა, ამგვარი პრინციპულად მცდარი და საქართველოს სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი განცხადებების გაკეთება საქართველოს მთავრობის წევრის მიერ ყოვლად დაუშვებელია, მითუმეტეს რომ სიმართლე ამ ლეგენდის ზუსტად საპირისპიროა:

როგორც დე-იურე ასევე დე ფაქტო აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტი ვრცელდებოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე და მას შემდეგაც. კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიას სრულად აკონტროლებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში. საქართველო რუსეთის საზღრვად მდ. ფსოუ რუსეთის მიერვეა აღიარებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი საფუძველი და საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ამდენად საბჭოთა პროპაგანდის გავრცელებული მითი რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში სტალინმა „ჩართო“ უბრალოდ ტყუილია - მათ შორის იმიტომ რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოცემული ყველა აქტი და „კონსტიტუცია“ - რომლებზეც ოკუპანტები და მათი მარიონეტები ახდენდნენ აპელირებას - საერთაშორისო სამართლისთვის უკანონოა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დემოუკიდებლობის აღდგენიდან 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის მომენტამდეც საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთში ვრცელდებოდა.

მოცემული განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შედეგად საქართველოს ინტერესები უკლებლივ ყველა სფეროში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და სუვერენიტეტის მხრივ, ზიანდება. სწორედ ამიტომ, მთავრობა უნდა გადადგეს" - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებლ ერთობლივ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42