ამის შესახებ წულუკიანმა „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც ალასანიამ იუსტიციის მინისტრი სიყალბისა და ფარსის ნაწილად მოიხსენია.
„ვწუხვარ, მხოლოდ იმის გამო, რომ მე მას, როგორც პარტიის წევრი სისულელეში გვერდში არ დავუდექი, მან მიმაკუთვნა იმ ჯგუფს, რომლებსაც ის უხარისხო ქართველებს ეძახის. ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია real TV-ის არ დაამსგავსოს, გააძლიეროს ის და ღირებულებებზე ესაუბროს საზოგადოებას და არა რომელიმე ერთ მინისტრს, რადგან პარტიის რეიტიონგი დამტკიცდება არჩევნების დღეს“, - აღნიშნა წულუკიანმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის - ირაკლი ალასანიას თქმით, ირაკლი შოთაძე პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და სწორედ ამის შედეგად გახდა ის მთავარი პროკურორი.
როგორც „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ალასანია ამბობს, ამ პროცესის მონაწილე იუსტიციის მინისტრიცაა.
"თეა წულუკიანი ამ პროცესის მონაწილეა... ძალიან სამწუხაროა, რომ ის ამ სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა", - აცხადებს ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები






