მთავრობა პარლამენტს დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუტეტის ჩასწორებულ ვარიანტს წარუდგენს.
პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 120.0 მლნ ლარით იზრდება და 7 520 მლნ ლარს შეადგენს. ასევე, 45.0 მლნ ლარით იზრდება პრივატიზაციიდან მისაღები შემოსულობები. სახელმწიფო ვალის აღების მაჩვენებელი 293 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის, 185 მლნ ლარით მცირდება სახაზინო ვალდებულებების სახით მისაღები შემოსულობები, ხოლო 108.0 მლნ ლარით მცირდება საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტები.
ცვლილებების თანახმად იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსება. საერთო ჯამში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 155 მილიონი ლარით შემცირდა და ის 9 მილიარდ 745 მილიონს შეადგენს.
პროექტს დეპუტატები კენჭს მომავალ სასესიო კვირას უყრიან. უკვე ცნობილია, რომ ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
მასალის გამოყენების პირობები






