,,აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა“ - ზაქარეიშვილი
პოლიტიკა - 16:33, 29 Nov, 2015     6002
საქართველოს ფედერაციული მოწყობის შესახებ იდეა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება, არც ინიციატივაა და არც შეთავაზება. ეს ჩემი პოზიციაა - ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოების პრობლემაა ის, რომ მსგავსი დისკუსიისთვის მზაობა არ არსებობს. მინისტრის თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციებით მთავრობის შიგნით არ მიმდინარეობს.

2004 წელს ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივით გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კონცეცფია ფედერალიზაციაზე. ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც სპეციალისტის ამ სფეროში, რომ საქართველოში ყველაზე კარგი, ეფექტური ფორმა კონფლიქტების მოგვარებისა არის მისი ფედერალიზაციური მოწყობა, ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე დაფუძნებული, ე.ი. სხვადასხვა რეგიონების მიმართ სხვადასხვა სტატუსი. აფხაზების მიმართ განსაკუთრებული სტატუსი უნდა იყოს. მე ამის იქით არ მივდივარ. თუ ვინმეს უკეთესი აზრები აქვს, ღმერთმანი, დაწეროს. 10 წელი გავიდა, ვინმემ რამე შემოგვთავაზა?", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთად სახელმწიო მოწყობის გამოცილება, რაც ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირია. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სანამ საქართელო გახდება ევროპული სახელმწიფო, მსჯელობა, თუ როგორი მოწყობა გვინდა, უნდა გაიმართოს არა მათვრობაში, არამედ საზოგადოებაში, რადგან მისი თქმით, დღის წესრიგში დადგება აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის ამოცანა.

,,ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, მეორე და საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42