საკრებულო რიმა ბერიძის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 21:00, 28 Nov, 2015     3496

რიმა ბერიძის განცხადებას 1,18 ლარიან მენიუსთან დაკავშირებით საკრებულოში განცხადებით ეხმაურებიან და ამბობენ, რომ დეპუტატის განცხადება მედიასაშუალებებმა „დამახინჯებულად გააშუქეს“.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი და მასზე დაყრდნობით, რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დამახინჯებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის საკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბენეფიციართა კვება წლების განმავლობაში რეგულირდება „დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო სასადილოებით მომსახურეობის შესყიდვის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის N 33.46 დადგენილებით, სადაც კვების რაციონი ექსპერტთა მიერაა განსაზღვრული.

რიმა ბერაძე ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის განკუთვნილი უფასო სასადილოების მუშაობაზე, ბენეფიციართა კვებაზე, კალორიულობაზე, მონიტორინგზე და სატენდერო პირობებზე საუბრობდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან საუბარში, საკრებულოს დეპუტატის რიმა ბერაძის მიერ ნათქვამი ფრაზა: „ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია“ - საკვების კალორიულობასა და სერვისის მონიტორინგს ეხებოდა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა 3 940 000 ლარით გაიზარდა.

სამწუხაროა, რომ რიგმა მედიასაშუალებებმა არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.

აქვე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ფრაგმენტულად ამოღებული ინფორმაციის ტირაჟირება არ მოახდინეს და ინფორმაციის დასაზუსტებლად, ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, თბილისის საკრებულოს შესაბამის სამსახურს მიმართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42