REUTERS: NATO-ში აზრი გაყოფილია - რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს გაწევრიანების იმედზე საპასუხოდ
პოლიტიკა - 15:18, 28 Nov, 2015     3727
,,NATO-წევრ ქვეყნებს შორის აზრი გაყოფილია, თუ რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს, რომელიც დიდი ხანია ელოდება პასუხს ალიანსის წევრობაზე მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ევროპის ქვეყნების ზოგიერთ დედაქალაქში ამტკიცებენ, რომ მათ არ შეუძლიათ დაიცვან ექს-საბჭოთა რესპუბლიკა რუსული აგრესიისაგან", - წერს სააგენტო reuters_ი თავის სტატიაში, რომელიც საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ეძღვნება.

NATO -მ 2008 წელს საქართველოს მისცა ღია დაპირება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდებოდა ორგანიზაციის წევრი, რამაც ოთხი თვის მერე გამოიწვია ომი რუსეთთან და ქართული რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის არმიის მიერ.

ამის შემდეგ NATO-ს მოლაპარაკებებმა საქართველოსთან წევრობის საკითხზე უკანა პლანზე გადაიწია, თუმცა მომავალ სამშაბათს, 1 დეკემბერს, ეს საკითხი კვლავ დადგება სამიტზე, რომელზეც NATO -ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ მონტენეგროს საკითხს - ისინი იძულებულნი იქნებიან კიდევ ერთხელ მისცენ განახლებული ინფორმაცია თბილისს.

ამერიკის შეერთებული შტატები NATO -ს გაფართოებას განიხილავს როგორც მის მთავარ გასაღებს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიაში, თუმცა სხვა ქვეყნებიდან ზოგი რუსეთს მიიჩნევს დამხმარედ სირიაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების განადგურებისა და უკრაინის პრობლემის მოგვარების საკითხებში, ზოგს კიდევ კამათობს იმ ფაქტზე, რომ გაფართოება გააღიზიანებს რუსეთს, რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მის უსაფრთხოებას.

„ზოგი წუხს, რომ მონტენეგროს მოპატიჟება არასწორი სიგნალი იქნება (საქართველოსთვის)“, - აცხადებს NATO-ს ერთერთი დიპლომატი, რომელსაც ანონიმად დარჩენა სურს.

საფრანგეთს ეშინია, რომ მონტენეგროს მოწვევა გაფართოებაზე საქართველოსაც გაუჩენს გაწევრიანების მოლოდინს. გერმანია რჩება მონტენეგროს მოწვევის მომხრედ, თუმცა ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობას, ისევე, როგორც 2008-ში. დანარჩენები, მაგალითად დანია და დიდი ბრიტანეთი ელიან, როდის იქნება მიღწეული კონსენსუსი ამ საკითხში.

NATO-ს დამფუძნებელი ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ შეტევა ერთერთ წევრზე არის შეტევა ყველაზე, რაც ორგანიზაციის წევრ ქვეყანას დაცვის გარანტიას აძლევს.

მაგრამ რუსეთი აგრძელებს ყირიმსა და შავ ზღვაზე თავისი საზენიტო-სარაკეტო დანადგარების განლაგებას, რაც ართულებს საქართველოს დაცვას როიგორც ხმელთაშუა ზღვიდან, ასევე NATO -ს წევრი თურქეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო გახდება სახმელეთო ჯარების ჩართვა დასავლეთ ევროპიდან.

გარდა ამისა NATO-ს წესდება მოითხოვს წევრ ქვეყნისგან ყველა მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემის მოგვარებას, რაც უდიდესი წინააღმდეგობაა საქართველოსა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინისათვის.

სხვები, კერძოდ აშშ, აპელირებს იმ ფაქტით, რომ საქართველო ყველაზე ლოიალური ქვეყანაა NATO-ს მიმართ და უდიდესი სამხედრო კონტრიბუტორია ავღანეთში და სურთ საქართველო კვლავ განიხილებოდეს, როგორც ალიანსის წევრობის კნდიდატი ქვეყენა.

„მათ არ სურთ, რომ საქართველოს საკითხი „ჩამოეკიდოს“, აცხადებს იგივე დიპლომატი NATO-დან.

ამ დროს, საქართველოს, რომელსაც უკვე გააჩნია NATO-ს საწვრთნელი ცენტრი მის ტერიტორიაზე, სურს რომ მიიღოს MAP-ი, რაც იქნება მისი ალიანსში სამომავლო გაწევრიანების ფორმალიზებული ნაბიჯი.

NATO-ს ერთერთ ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მომავალ კვირას გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას მონტენეგროსთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს შესახებ განაცხადებს, რომ მან გასულ წელს მძლავრი ნაბიჯი გადადგა ორგანიზაციაში გაწევრიანებისაკენ.

„საგარეო საქმეთა მინისტრები გარკვეულ რეკომენდაციებს მისცემენ ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც,“ - აცხადებს NATO-ს ჩინოვნიკი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც Reuters-ი თბილისში დაუკავშირდა, განაცხადა, რომ მას ჯერ არ აქვს კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ თუ საგარეო მისნისტრები მწვანე შუქს აუნთებენ მონტენეგროს მომავალ კვირაში, ეს ალიანსის პირველი გაფართოება იქნება 2009 წლის შემდგომ.

NATO-ს სჭირდება 28-ე წევრი ქვეყნის თანხმობა, რომ გააკეთოს მოწვევა, რაზე მოლაპარაკებებიც შესაძლოა ერთი წელი გაგრძელდეს. შემდეგი კანდიდატები არიან ბოსნი-ჰერცოგოვინა და მაკედონია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42