თბილისის მერი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს პროდუქტი და ტანსაცმელი არ დაურიგდათ.
როგორც დავით ნარმანია ამბობს, მოსახლეობას ურიგდებოდა ის ყველაფერი, რაც გათვალისწინებული იყო მერიის მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით.
„როცა ხდებოდა სტიქიის დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ამის შემდეგ ეძლეოდათ მათ ის აუცილებელი რამ, რაც სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის იყო საჭირო. რაც შეეხება კვების პროდუქტებს და ტანსაცმელს, ძალიან ოპერატიულად რიგდებოდა სტიქიის დღეებშივე. ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ ვერ მიიღო ის, რაც მათთვის კუთვნილი იყო“, - აღნიშნა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, „კურიერის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება საწყობებში ფუჭდება. მათი ინფორმაციით, ერთ–ერთი ასეთი საწყობი დიღომში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






